Home » ეკონომიკა » ლევან კალანდაძე: სატარიფო ოაზისები აღარ უნდა არსებობდეს
ლევან კალანდაძე: სატარიფო ოაზისები აღარ უნდა არსებობდეს

ლევან კალანდაძე: სატარიფო ოაზისები აღარ უნდა არსებობდეს

„ყველა უნდა მივეჩვიოთ გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდას. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ საგადამხდელო წესრიგი და კულტურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში და ექსკლუზიური, პრივილეგირებული მდგომარება რაც ზოგიერთ ბიზნესსტრუქტურებს წარსულში ჰქონდათ, უნდა დამთავრდეს. ყველა ჯანსაღი ბიზნესურთიერთობა სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული“ – განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ, წყლის მოსაკრებლისთან დაკავშირებით ჭრელი აბანოების მფლობელთა პროტესტის  შეფასებისას.

კალანდაძე პროტესტს და ულტიმატუმებს უადგილოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქმედება თავად ამ კომპანიებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებს დააზარალებს.

„მათთვის „განსაკუთრებული“ მოსაკრებელი წყლით სარგებლობისათვის არავის დაუწესებია. ეს არის სემეკ-ის მიერ დაწესებული ტარიფი, რომელიც ერთიანია აბსოლუტურად ყველასთვის და რაიმე „ექსკლუზივებსა“ და „უპირატესობებს“ არ ითვალისწინებს. ტარიფი სამართლიანია და ყველა კომპანია ერთნაირი ტარიფის იხადის. მესმის, რომ გადასახადისა და მოსაკრებლის გადახდა სასიამოვნო პროცედურა არ არის. მითუმეტეს ჭრელი აბანოები წარსულში, ნაციონალების მმართველობის პირობებში ე.წ. „ექსკლუზიური“ ტარიფით სარგებლობდნენ და ეხლა, როცა ტარიფი ყველასთვის გათანაბრებულია და „სატარიფო ოაზისები“ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესკომპანიებისათვის აღარ უნდა არსებობდეს, ცოტა რთულია მათთვის ახალ რეალობაზე გადართვა. მაგრამ კანონი კანონია და რაც მთავარია, კანონი თანაბარი უნდა იყოს ყველასთვის“ – განაცხადა ლევან კალანდაძემ.

წყარო: GBC

Share