Home » ახალი ამბები » ლავროვი: რუსეთი მოლდოვას შემადგენლობაში დნესტრისპირეთის დაბრუნების მომხრეა

ლავროვი: რუსეთი მოლდოვას შემადგენლობაში დნესტრისპირეთის დაბრუნების მომხრეა

რუსეთს არ უცნია დნესტრისპირეთი, თუმცა გამოდის ამ რეგიონში კონფლიქტის დარეგულირებისა და დნესტრისპირეთის სუვერენულ, ნეიტრალურ და უბლოკო მოლდოვის შემადგენლობაში დაბრუნების მომხრედ.

ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა მოსკოვის ოლქში გამართულ ახალგაზრდობის საგანმანათლებო ფორუმზე, კითხვებზე პასუხის გაცემისას. – ამის თაობაზე მოლდოვური infotag.md იუწყება “ПолитНавигатор” – ზე დაყრდნობით.

„რუსეთს არ უცნია დნესტრისპირეთის რესპუბლიკა, მაგრამ არის პროცესის მონაწილე და მოწოდებულია დაარეგულიროს ეს კონფლიქტი შესაბამისი პრინციპების საფუძველზე. უმთავრესი პრინციპიპული საკითხია  დნესტრისპირეთის რესპუბლიკის განსაკუთრებული სტატუსი მოლდოვას შემადგენლობაში, იმაში დარწმუნებასთან ერთად, რომ მოლდოვა ინარჩუნებს თავის სუვერენიტეტს, ანუ არ იქნება არავის მიერ ჩაყლაპული, როგორც სახელმწიფო და იმის გაგებით, რომ ექნება ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი, ანუ არ გაერტიანდება სამხედრო–პოლიტიკურ ბლოკებში“, – ხაზგასმით განაცხადა ლავროვმა.

მისი სიტყვებით, ამასთან დაკავშირებული პრინციპები ჯერ კიდევ 2000– იანი წლების დასაწყისში იყო შეთანხმებული და მათ საფუძველზე მომზადებულ იქნა ხელმოსაწერად დოკუმენტი ე.წ. „კოზაკის გეგმა“.

„ეს დოკუმენტი პარაფირებულ იქნა, როგორც ტირასპოლში, ისე კიშინიოვში, მაგრამ ბოლო მომენტში, ხელმოწერამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, ბრიუსელიდან ჩვენმა ევროკავშირელმა კოლეგებმა  მოლდოვის იმდროინდელ პრეზიდენტ ვორონინს ამ დოკუმენტზე ხელმოწერა აუკრძალეს იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური წარმატება იქნებოდა“, – თქვა ლავროვმა, მიუთითა რა იმ  „კრიტერიუმებზე, რომლებითაც ხშირად ხელმძღვანელობენ დასავლელი პარტნიორები თანამედროვე მსოფლიოს კრიზისებთან მიმართებაში“.

bfm.ge:

infotag.md და “ПолитНавигатор” არ არიან აღიარებული გამოცემები, მაგრამ არიან რეალური მედიასაშუალებები. ამდენად, მათ მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია შეიძლება სარწმუნოდ მივიჩნიოთ. რუსეთი, პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებით, თავის სტრატეგიულ ხაზს აგრძელებს და ცდილობს გამოიყენოს გაყინული კონფლიქტები ამ არეალში თავისი გავლენის გასაძლიერებლად. თუ იგი თუნაც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში შექმნის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პრეცედენტს, საქართველოსა და უკრაინაში მისი გავლენის ზრდის პროცესის შეკავება გართულდება, უბლოკო სტატუსი კი ამ ქვეყნებისთვის უფრო ეფექტური სატყუარა შეიძლება აღმოჩნდეს.

Share