Home » ბიზნესი » Lavazza -ს წარმომადგენლები საქართველოში ყავის ქარხანას ხსნიან
Lavazza-ს წარმომადგენლები საქართველოში ყავის ქარხანას ხსნიან

Lavazza -ს წარმომადგენლები საქართველოში ყავის ქარხანას ხსნიან

საქართველოში პრემიუმ კლასის ყავის იტალიური Lavazza-ს  ექსკლუზიური იმპორტიორი ბიზნეს ჯგუფი ყავის საწარმოს ხსნის. როგორც „ახალი ყავის კომპანიაში” განაცხადეს, ყავას ქარხანას „ბბ კომპანი” ხსნის, რომელსაც იგივე დამფუძნებელი ჰყავს, რაც მათ კომპანიას, მათივე თქმით, ქარხნის აშენებისთვის 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც ერთი მილიონი დოლარი „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში აიღეს. ქარხანა დიდ დიღომში გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა და მისი ამუშავება წლის ბოლომდე იგეგმება.

საწარმო უახლესი დანადგარებით იქნება აღჭურვილი და მასში ნალექიანი ყავის წარმოება მოხდება. კომპანიაში ამბობენ, რომ მათი უპირატესობა უმაღლესი ხარისხის და ბაზარზე საქმიანობის მრავალწლიანი  გამოცდილება იქნება. ყავის დასახელება ამ ეტაპზე უცნობია და მეტი დეტალები ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი.

„ახალი ყავის კომპანია” 2000 წლიდან არსებობს საქართველოს ბაზარზე და ითვლება სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის და კაფეებისთვის და ბარებისთვის, პრემიუმ კლასის ჩაის და ყავის ერთერთ უმსხვილეს იმპორტიორად.

 ეს საქართველოში ყავის მწარმოებელი მეორე კომპანია იქნება. ქართულ ბაზარზე უკვე არსებობს კომპანია „ჩერი”, რომელიც ლილოს დასახლებაში მდებარეობს.

commersant.ge

[wpolling id=”6″ width=”” height=””]

Share