Home » მსოფლიო » ლატარიაში მოგებული “ზაპაროჟეცი”, ბაბუა, რომელიც ლენინთან და სტალინთან მუშაობდა და სხვა საინტერესო ფაქტები ვლადიმერ პუტინზე
ლატარიაში მოგებული "ზაპაროჟეცი", ბაბუა, რომელიც ლენინთან და სტალინთან მუშაობდა და სხვა საინტერესო ფაქტები ვლადიმერ პუტინზე

ლატარიაში მოგებული “ზაპაროჟეცი”, ბაბუა, რომელიც ლენინთან და სტალინთან მუშაობდა და სხვა საინტერესო ფაქტები ვლადიმერ პუტინზე

ყველა, ვინც ასე თუ ისე იცნობს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მის ჩაკეტილ ხასიათზე აპელირებს. ამ სტატიაში მოცემულია ის 10 საინტერესო ფაქტი, რომელიც პუტინს უკავშირდება.

  1. მთელი ცხოვრების მანძილზე, პუტინს მხოლოდ ერთი ნამდვილი მეგობარი გააჩნდა. მასთან პუტინს ტრაგიკული მოგონება აკავშირებს. პუტინმა, ჯერ კიდევ სამბოს მომავალი მაგისტრობის პერიოდში, დაარწმუნა საკუთარი მეგობარი, რომ მასთან ერთად ევარჯიშა სამბოში. პირველივე შეჯიბრებაზე პუტინის ახალგაზრდა მეგობარი უხერხულად დაეცა, დაზიანება მიიღო და რამდენიმე ხნის შემდეგ გარდაიცვალა.
  2. ვლადიმერ პუტინი ძიუდოში შავი ქამარის მფლობელია. მისი მოპოვება მან 18 წლის ასაკში მოახერხა.
  3. პუტინის “მთავარ ნაკლს” წარმოადგენს არაპუნქტუალობა. ის ყველა დონის ოფიციალურ შეხვედრაზე აგვიანებს. თვით რომის პაპთან შეხვედრაზეც კი აქვს დაგვიანებული.
  4. ძალიან უყვარს შინაური ცხოველები. ჰყავს 4 ძაღლი, თხა და ჯუჯა ცხენი ჰყავს.
  5. ვლადიმერ პუტინს არ აქვს სოციალური ქსელი, თუმცა ახალი ამბების გაცნობის პრობლემას არ უჩივის, რადგან პრესსამსახური ყოველ დილით უმზადებს ახალი ამბების კრებულს.
  6. პუტინის ბაბუა, იყო შეფმზარეული, რომელიც ლენინსა და სტალინს უმზადებდა საჭმელს.
  7. ფორმულა1-ის გრანპრის დროს, რომელიც რუსეთში ტარდებოდა, ვლადიმერ პუტინმა რენოს გუნდთან ერთად დატესტა სარბოლო გზა.
  8. 90-იან წლებში, ვლადიმერ პუტინი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ადამიანებთან იოლად კონტაქტის დამყარების კუთხით და ყოველთვის იცავდა დრეს კოდს.
  9. 1974 წელს პუტინმა ლატარიაში “ზაპაროჟეში” მოიგო.
  10. მთავრობის სხდომაზე ვლადიმერ პუტინს არაოფიციალური ენით საუბარი უყვარს. მაგალითად, როდესაც ხანდაზმული ადამიანების პრობლემაზე იყო საუბარი, პუტინმა ღიად განაცხადა: რატომ ართულებთ ყველაფერს? პრობლემა ერთია.  ქალი მოხუცდა და შიმშილისგან კვდება, ჩვენ მას ყველანი უნდა დავეხმაროთ.

სანდრო პირველი

Share