Home » ახალი ამბები » ლაშა ტალახაძემ ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ლაშა ტალახაძემ ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ლაშა ტალახაძემ ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. თბილისში მიმდინარე საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატზე ტალახაძემ აკვრაში 264 კგ. ასწია რაც მსოფლიო რეკორდია.

ამასთან, ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა ორჭიდშიც. კერძოდ, ქართველმა ძალოსანმა ორჭიდში ჯამში 478 კგ. ასწია და მსოფლიოს საუკეთესო შედეგის მქონე ძალოსანი გახდა.

ლაშა ტალახაძემ თბილისში მიმდინარე საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატი წარმატებულად ჩაატარა და 105+ კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

ლაშა ტალახაძის მორიგი რეკორდი

ლაშა ტალახაძემ დღეს ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა! 🇬🇪⭐ლაშამ 264 კგ აწია, ხოლო ორჭიდის ჯამში 478 კგ დასძლია.

Gepostet von საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე am Samstag, 22. September 2018

Share