Home » ფინანსები » „ლარის კურსის ვარდნა გამოწვეულია აგრესიული პოლიტიკითა და დაძაბულობით, უპასუხისმგებლო და ტყუილი განცხადებებით”
„ლარის კურსის ვარდნა გამოწვეულია აგრესიული პოლიტიკითა და დაძაბულობით, უპასუხისმგებლო და ტყუილი განცხადებებით"

„ლარის კურსის ვარდნა გამოწვეულია აგრესიული პოლიტიკითა და დაძაბულობით, უპასუხისმგებლო და ტყუილი განცხადებებით”

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის ვარდნას ოპონენტების განცხადებებს უკავშირებს. როგორც მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, “რაც ხდება ლართან დაკავშირებით, 100%-ით გამოწვეულია იმ პოლიტიკური გარემოთი რაც დღეს არის შექმნილი“.

„ეს გამოწვეულია იმ აგრესიული პოლიტიკითა და დაძაბულობით, უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად ტყუილი განცხადებებით ძირითადად ოპოზიციის მხრიდან. დღეს ლარი რა ნიშნულზეც არის, ამისთვის არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეულია იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს. ოდნავ ვისაც ესმის ეკონომიკა და შერჩენია ნამუსი, იციან, რომ ლარის კურსის ვარდნა არანაირ კავშირში არ არის არც მთავრობის და არც ეროვნული ბანკის ნაბიჯებთან. ლარი ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება და გაცილებით მალე. მთავარია რამდენად რეზისტენტულია მოსახლეობა ამ ტყუილების მიმართ. რამდენადაც რეზისტენტულები ვიქნებით ამ სპეკულაციებისა და ტყუილების მიმართ, ზუსტად იმდენად მყარად იქნება ლარი”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

Share