Home » საზოგადოება » კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდების 88%-ს მარიხუანა არასდროს მოუწევია
კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდების 88%-ს მარიხუანა არასდროს მოუწევია

კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდების 88%-ს მარიხუანა არასდროს მოუწევია

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ საქართველოში  ჩატარებული  კვლევის შედეგების თანახმად, ახალგაზრდების 88%-ს არასდროს მოუწევია მარიხუანა, ხოლო 8% იშვიათად ეწევა მას.

ამ 8%-ს შორის კაცები დომინანტობენ (14%), მარიხუანას მოწევის წილი იზრდება ასაკთან ერთად 5%-დან 9%-მდე. ასევე, კვლევის შედეგების მიხედვით,  ახალგაზრდები, რომლებიც იშვიათად ეწევიან მარიხუანას, მიეკუთვნებიან მაღალ სოციალურ ფენას (16%) და ცხოვრობენ თბილისში (15%).

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.

 

 

Share