Home » მსოფლიო » კვლევა – გენდერული დისკრიმინაციის გამო, ამერიკელი ქალები წლიურად 500 მილიარდი დოლარით ზარალდებიან
კვლევა - გენდერული დისკრიმინაციის გამო, ამერიკელი ქალები წლიურად 500 მილიარდი დოლარით ზარალდებიან

კვლევა – გენდერული დისკრიმინაციის გამო, ამერიკელი ქალები წლიურად 500 მილიარდი დოლარით ზარალდებიან

შშ-ში დასაქმებული ქალები წლიურად 500 მილიარდი დოლარით ნაკლებს იღებენ, ვიდრე მათი კოლეგა მამაკაცები. სახელფასო დისკრიმინაცია განსხვავებულია რეგიონის, რასისა და პროფესიის მიხედვითაც. ასეთ დასკვნას ამერიკის ქალთა უნივერსიტეტის ასოციაციის ახალი კვლევა აკეთებს.

კვლევის მიხედვით, ქალი საშუალოდ 20 პროცენტით ნაკლებს იღებს, ვიდრე მისი კოლეგა მამაკაცი, თუმცა ეს სხვაობა პროფესიების მიხედვითაც იყოფა. ამერიკის ქალთა უნივერსიტეტის ასოციაციის ხელმძღვანელის, კიმ ჩერჩის განმარტებით, ხელფასის გენდერული დისკრიმინაცია უკვე ოცი წელია ასე გამოიყურება და არ იცვლება.

აღნიშნული ორგანიზაცია არაკომერციულია და ქალთა უფლებების მამაკაცთან გათანაბრებაზეზრუნავს.ყველაზე დიდი სხვაობა შეინიშნება ფინანსურ სექტორში, რომელსაც მოსდევს სამედიცინო სფერო. მაგალითად, თუ ფინანსური მენეჯერი საშუალოდ 100 575 დოლარს იღებს, მის ქალ კოლეგას იგივე სამუშაოში 65 237 დოლარს უხდიან. წელიწადში ეს განსხვავება აღნიშნულ სექტორში 10.6 მილარდდოლარამდე ადის. საერთო ჯამში, 2017 წლის ანალიზი აჩვენებს, რომ გენდერული დისკრიმინაციის შედეგად, ქალები წელიწადში საშუალოდ 500 მილიარდ დოლარს კარგავენ.

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ანალიზის მიხედვით, შედარებით უკეთესობისკენ შეიცვალა მდგომაროება ტექნოლოგიების, მეცნიერების, მათემატიკისა და საინჟინრო სფეროებში. თუმცა, ამერიკის ქალთა უნივერსიტეტის ასოციაციის ახალი კვლევის მიხედვით, აქაც კი, ქალები მამაკაც კოლეგებზე 8 პროცენტით ნაკლებს იღებენ.

შედარებით უმნიშვნელო 1-2 პროცენტიანი სახელფასო სხვაობაა კვებისა და სერვისის, ასევე ფარმაცევტულ ინდუსტრიებში. ერთადერთი სფერო, სადაც ქალები მამაკაცებზე მეტს გამოიმუშავებენ არის ვაჭრობა.

გენდერული სახელფასო დისკრიმინაცია უფრო შესამჩნევია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში. განსაკუთრებით აქტიურია ეს პოლიტიკა აფრო-ამერიკელი და ლათინო-ამერიკლების მიმართ.

1tv.ge
ნინო ფაცურია 

Share