Home » მსოფლიო » კვირის ბოლოს ნავთობი ბოლო 11 წლის მინიმუმზეა
ნავთობის ფასი 39 დოლარზე დაბლა დაეცა

კვირის ბოლოს ნავთობი ბოლო 11 წლის მინიმუმზეა

ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებამ, რაც საპროცენტო განაკვეთების აწევაში გამოიხატა ბოლო 2 დღის განმავლობაში დოლარის გამყარებას შეუწყო ხელი. ძლიერი დოლარი კი კიდევ ერთი დარტმა აღმოჩნდა ნავთობის ფასისთვის. მის ფონზე დასუსტებული ვალუტებისთვისნავთობის დოლარში შეძენა საკმაოდ დიდი ფინანსური დარტყმაა, რაც თავისთავად მოთხოვნის შემცირებას უწყობს ხელს. ეს კი იმ ფონზე როდესაც ბაზარი ისედაც გაჯერებულია ჭარბი ნავთობით.

მეტიც, გენსკეიპის ანალიტიკოსების მონაცემებით, ოკლაჰომას შტატში დღიური ნავთობის მოპოვების მაჩვენებლები 1,4 მილიონი ბარელით გაიზარდა, გასულ კვირაში კი ზრდა 4,8 მილიონი ბარელი იყო. ამ ფონზე ნავთობის ფასი გუშინ ბოლო 11 წლის მინიმალურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა. სინგაპურის ენერგეტიკული კომპანიების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში ნავთობის ღირებულება ბარელზე 30 დოლარს გაუსწორდება. სამომავლო პერსპექტივაში კი ის შესაძლოა 20 დოლარამდეც ჩამოვიდეს.

ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვა:

დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირადგამოიყურებიან:

  • ევრო გამყარდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,0496 მიმდინარეობს.
  • გამყარდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,4928 ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 121.87 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:

  • ოქროზე ფასმა მოიმატა 0.55 %-ით და ვაჭრობა 1055.40 ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • მოიმატა ვერცხლის ფასმა 0,45 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 13.77 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ნედლი ნავთობის ფასმა დაიკლო 0.25%-ით და ბარელზე შეადგინა 36.18 დოლარი.

Admiral Market Georgia-ს ანალიტიკური ჯგუფი

Share