Home » ეკონომიკა » I კვარტალში საწვავის იმპორტი 13 პროცენტით გაიზარდა
I კვარტალში საწვავის იმპორტი 13 პროცენტით გაიზარდა

I კვარტალში საწვავის იმპორტი 13 პროცენტით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საწვავის იმპორტის ზრდაზე აცხადებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2016 წლის I კვარტალში ბენზინი და დიზელის იმპორტმა 224,9 ათასი ტონა შეადგინა , რაც 25,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  101,4  ათასი ტონა (+14,1 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 123,5  ათასი ტონა (+ 11,3 ათასი ტონით).

ამასთან, საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა  აზერბაიჯანიდან – 21,0  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,5%-ს შეადგენს.

შემდეგ  მოდიან: რუმინეთი  – 20,8 ათასი ტონა (28,3%),   რუსეთი  – 16,9 ათასი ტონა (23,0%), ბულგარეთი – 4,9 ათასი ტონა (6,7%), საბერძნეთი –  4,7 ათასი ტონა (6,4%), თურქმენეთი – 4,0 ათასი ტონა (5,4%), თურქეთი – 0,9 ათასი ტონა (1,2%), უკრაინა – 0,4 ათასი ტონა (0,5%).

წყარო: GBC

Share