Home » საზოგადოება » კურორტ ბახმაროს რებრენდინგი იწყება
კურორტ ბახმაროს რებრენდინგი იწყება

კურორტ ბახმაროს რებრენდინგი იწყება

კურორტ ბახმაროს რებრენდინგი იწყება.  კურორტის განვითარებისთვის კამპანია „ბახმარო მეტ სიმაღლეებზე” დაიწყო.

ლანჩხუთ-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის თქმით, ამ კამპანიის მიზანია კურორტის ახალი, განსხვავებული და გამორჩეული ბრენდინგის შექმნა; სტრატეგიული გეგმის შემუშავება ტურისტული პოტენციალის ათვისებისთვის; პრიორიტეტების მიხედვით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კურორტის სრულ კეთილმოწყობამდე.

პარლამენტის წევრი კამპანიის სამუშაო ჯგუფში იწვევს ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც სურს, წვლილი შეიტანოს,  ბახმაროს, როგორც ტურისტულ-რეკრეაციული რესურსის გონივრულ განვითარებაში.

კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან პირველი საჯარო შეხვედრა გუშინ ბახმაროში გაიმართა.

„შეხვედრაზე სხვადასხვა სტრუქტურის სწორი და საჭირო კომუნიკაცია შედგა. დეტალურად გავწერეთ საკითხები, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ არსებული პრობლემები. ასეთივე სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა მოქალაქეებთან შეხვედრა, სადაც მათ დასვეს ყველა ის ძირითადი კითხვა, რაც ამ ეტაპზე აწუხებდათ. ბევრ კითხვას პასუხი შეხვედრაზევე გაეცა, ხოლო იმ მოქალაქეებთან, რომელთა კითხვები დეტალების დაზუსტებას და გარკვევას მოითხოვდა, ჩემი ბიუროც და შეხვედრაში მონაწილე სტრუქტურების წარმომადგენლებიც საკითხის გარკვევამდე მუდმივ კონტაქტზე იქნებიან,” – დასძენს ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი.

Share