Home » საზოგადოება » KTW ყურძენს არაზუსტი სასწორით წონიდა
KTW ყურძენს არაზუსტი სასწორით წონიდა

KTW ყურძენს არაზუსტი სასწორით წონიდა

KTW ყურძენს არაზუსტი სასწორით წონიდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე “კახური ტრადიციული მეღვინეობის” ქარხნის სასწორზე, სამართალდამცველებმა  კუსტარულად დამზადებული მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც მევენახეებისგან ყურძენის ჩაბარების დროს წონას ხელოვნურად ამატებდა.

საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის გამოც კომპანიამ რამდენიმე საათის განმავლობაში ყურძნის მიღების პროცესი შეაჩერა.

მიღება დღეს დილიდან განახლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.

Speqtri.ge

Share