Home » ბიზნესი » კრიპტოვალუტების მაინინგისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში საქართველო მე-7 ადგილზეა
კრიპტოვალუტების მაინინგისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში საქართველო მე-7 ადგილზეა

კრიპტოვალუტების მაინინგისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში საქართველო მე-7 ადგილზეა

კრიპტოვალუტების ციებ-ცხელების ფონზე, ბირტკოინის და სხვა ვირტუალური ფულს მოპოვება გახდა ერთ-ერთი  ყველაზე განხილვადი თემა მსოფლიოში 2017 წელს. ამიტომაც სააგენტო Bloomberg შეადგინა იმ ქვეყმების რეიტინიგი, სადაც კრიპტოვალუტების მოპოვება ყველაზე მარტივია და მომგებიანი.

კვლევაში გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორც ელექტროენერგიის ღირებულება, განახლებადი რესურსების არსებობა, ინტერნეტის საშუალო სიჩქარე, და კლიმატური პირობები.

კრიპტოვალუტის მოპობება დაკავშირებულია ძალიან დიდ ენერგოდანახარჯებთან, რაც ზოგჯერ იწვევს ტექნოგენურ კატასტროფებს – მაგალითად, 7 თებერვალს რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში გაჩნდა ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში, და გამოძიების მონაცემებით, ამის მიზეზი გახდა მცირე მასშტაბის მაინინგ-ფერმა, რომელიც განლაგდა ერთ-ერთ ბინაში.

თანაც ეს არაა ერთეული შემთხვევა – ხანძრები ხშირად ჩნდება კრიტპოვალუტების მოპოვების დროს უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფის გამო.

ამიტომაც, ელექტროენერგიის ფასი და ჰაერის ტემპერატურა ძალიან მნიშვნელოვაია კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის, ისევე როგორც განახლებადი ენერგორესურსები  და ინტერნეტის სიჩქარე.

მნიშვნელოვანი პირობაა ასევე ბიზნესის წარმოების სიმარტივე და გამჭირვალობა, რაც დიდწილად დამოკიდებულია კრიპტოვალუტების და ციფრული ეკონომიკის დანერგვაზე სახელმწიფოში.

მსოფლიო ლიდერი  ქვეყნების უმრავლესობა საკმაოდ ფრთხილად უყურებს ვირტუალურ ფულს, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ამ ეტაპზე უკვე მომწიფდა შესაბამისი კანონის მიღების აუცილებლობა, რადგანდაც ეს სფერო საჭიროებს რეგულირებას.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით,  კრიპტოვალიტის მოპოვებისთვის არსებული პირობების მიხედვით, მსოფლიო ლიდერები აღმოჩდნენ არგენტინა, კანადა, ჩინეთი, შვეიცარია, და განსაკუთრებით ისლანდია, რომლის მოხმარების 100% წარემოადგენს ეკოლოგიურად სუფთა და განახლებადი ელექტროენერგია, თანაც, ყველაზე იაფი მსოფლიოში (35 დოლარი 1 მეგავატში).

ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს ავსტრალიას, სადაც კრიპტოვალუტების მოპოვება ძალიან რთულია – ამის მიზეზებია ძალიან ძვირი ელექტროენერგია (129 დოლარი 1 მვტ) და ცხელი კლიმატი.

ძვირადღირებლი ენერგიის, და შესაბამისად მაინინგისთვის არახელსაყრელი ქვეყნების სიაში შევიდნენ უგანდა, იაპონია, და ბრიტანეთი.

რეიტინგში ასევე მოხდვა რუსეთიც, რომელმაც დაიკავა მე-11 ადგილი. ქვეყნის უპირატესობაა კრიტპოვალუტების მაინერებისთვის არის იაფი ელერქტროენერგია (47 დოლარი 1 მვტ.), და ძალიან ცივი კლიმატი – რუსეთზე ცივი ქვეყანა რეიტინგში არის მხოლოდ კანადა.

ამას ემატება შედარებით კარგი პირობები ბიზმესის წარმოებითვის  – მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზმეს-გარემოს კუთხით რუსეთმა დაიკავა 35-ე ადგილი, რაც ასევე ხელს უწყობს კრიპტოვალუტების მაინინგის განვითარებას ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია ასევე გაიყოს ისეთი მცნებები, როგორც ბლოკჩეინის ტექნოლოგია, ვალუტების მოპოპვება, და მათი გამოყენება. მაგალითად,  ჩინეშთი შექმნილია ყველა აუცილებელი პირობები ვიტრუალური ვალუტების მოპოვებისთვის, თუმცა მისი გამოყენება კატეგოროულად აკრძალულია – მეტიც, ბლოკირებულია კრიპტოვალუტით ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა საიტი, ყველა კრიპტო-ბირჟა არის კანონგარეშე.

და პირიქით – აშშ, სადაც ელექტროენერგია საკმაოდ ძვირია, და ამიტომაც კრიპტოვალუტების მოპოვება ნაკლებად მომგებიანია (შტატებბზრე მოდის ვალიტების მინინგის მხოლოდ 20%), მთავრობა ხელს უწყობს ვირტუალური ვალურების გამოყენებას, და ახორციელებს ამისთვის პროტექციონისტულ პოლიტიკასაც კი.

მაგალითად, ნიუ-იორკის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოყო 15 მვტ. იაფი ელექტროენეგრია მაინერებისთვის, ხოლო სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის სახელმწიფო კომისიის თავჯდომარემ  კრისტოფერ ჯანკარლომ, და ფასიანი ქაღალდების კომისიის ხემძღვანელმა ჯეი კლეიტინმა განაცხადეს რომ მათ ძალიან აინტერესებთ კრიპტოვალუტევბი.

„ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ხაზინასთან და ფედერალურ რეზერვთან შესაბამისი კამონმდებლობის მიღების საკითხები“ – განაცხადა კლეიტონმა.

Bloomberg-ის რეიტინგში განსაკუთებული ადგილი უჭირავს საქართველოს, რომელიც აღმოჩნდა მე-7 ადგილზე – წინ არიან არგენტინა, ავსტრია, ავსტრალია, კანადა, ჩილე, და ჩინეთი.

ექსპერტების შეფასებით საქართველოში საკმაოდ იაფი ელექტროენერგიაა – 47,7 დოლარი 1 მვტ.,  ძალიან მაღალია განახლებადი ენერგიის წილი ენერგობალანსში – 75%.

გამოცემა ასევე გაესაუბრა ქართველ მაინერეს ვახტანგ გოგოხიას რომელმაც გახსნა ფერმა დახურული ქარხნის ტერიტორიაზე.

28 წლის მეწარმემ დააფუძმა სტარტაპი Golden Fleece, და ამჟამად აპირებს მის გაფართოვებას.

„ჩვენ ვიღებთ იაფ ელექტროენერგიას ადგილობრივი ჰიდროელექრტოსადგურისგან, თუმცა ამ ეტაპზე ვგეგმაბვთ მზის პანელების და ჰაერის ტურბინების დაყენებას. ამისთვის ჩვენ გვჭირდება 40 მლნ. დოლარი, და შევეცდებით ამ თანხების მოზიდვას ICO-ს მეშვეობით“ – ამბობს ვახტანგ გოგოხია.

Bloomberg-ის შეფასებით, ინვესტორები მთელს მსოფლიოში ეძებენ საუკეთესო პირობებს კრიტოვალუტენის მაინინგისთვის, და საქართველო არის ამ რბოლის ერთ-ერთი ფავორიტი – იაფი ენერგიით და ბიზნესის წარმოების კარგი პირობებით.

commersant.ge

Share