Home » ეკონომიკა » „კრიპტოვალუტა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას უდიდეს სარგებელს მოუტანს“
„კრიპტოვალუტა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას უდიდეს სარგებელს მოუტანს“

„კრიპტოვალუტა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას უდიდეს სარგებელს მოუტანს“

კრიპტოეკონომისტი ევგენი რომანენკო “AISI COIN”-ის WAVES PLATFORM DEX – ზე გამოჩენის ფაქტს ემხაურება
„კრიპტოვალუტა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა და რომელიც საქართველოს ეკონომიკას უდიდეს სარგებელს მოუტანს“ –  კრიპტოეკონომისტი ევგენი რომანენკო ქართული კრიპტოვალუტის „aisi coin”-ის მსოფლიოს კრიპტობირჟაზე გამოჩენის ფაქტს ემხაურება. მისი თქმით, ხელისუფლებამ მის განვითარებას ხელი მაქსიმალურად უნდა შეუწყოს და სათანადო საინფორმაციო და მარკეტინგული მხარდაჭერაც აღმოუჩინოს.

„ეს არ არის ეროვნული კრიპტოვალუტა, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, საქართველოში,  მსოფლიოში მოთხოვნადი კრიპტოპროდუქტის შექმნა. ვფიქრობ, “აისი კოინს” ნამდვილად აქვს პერსპექტივა, დაიმკვიდროს თავი სხვა აღიარებულ კრიპტოვალუტებს შორის. დიახ, მას ნამდვილად შეუძლია საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი სარგებლის მოტანა და ყველაზე ჭკვიანური, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთოს, მისცეს მას საინფორმაციო და მარკეტინგული მხარდაჭერა.“- აღნიშნა ევგენი რომანენკომ „ბიზნესპოსტთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ქართული კრიპტოვალუტა „AISI COIN” – ი დღეიდან Waves Platform DEX – ზე იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირებს მისი სასურველ კრიპტოვალუტაში გადაცვლის საშუალება ეძლევა. (იხ. ბმული: https://wavesplatform.com/). რაც შეეხება Waves DEX-ს, ეს  ბოლომდე დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტური ბირჟაა, რომელზეც ისეთი პოპულარული ვალუტებია განთავსებული, როგორიცაა Waves, Bitcoin, Ethereum, Litecoin, Zcash, Monero, Bitcoin cash და Dash. 2017 წელს Waves თანამშრომლობდა Deloitte-თან იმ მიზნით, რომ დაეწყო ბლოკჩეინ ტექნოლოგიების რეალურ ეკონომიკაში უფრო ფართო დანერგვისთვის სამართლებრივი საფუძვლების შემუშავება. Waves DEX -ს აქვს მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისი, გააჩნია ფიატური ვალუტების მხარდაჭერა, უმაღლეს დონეზეა დაცული უსაფრთხოება (რესურსები ინახება თქვენს პირად საფულეში), არის სრულად დეცენტრალიზებული, აქვს კრიპტოვალტურებისა და სავაჭრო წყვილების მრავალფეროვანი არჩევანი და დაბალი საკომისიო (0.003 Waves )

Share