Home » მსოფლიო » კრიპტობაზარმა 24 საათში $100 მილიარდი დაკარგა
კრიპტობაზარმა 24 საათში $100 მილიარდი დაკარგა

კრიპტობაზარმა 24 საათში $100 მილიარდი დაკარგა

კრიპტოვალუტების ბაზარმა გასული 24 საათის განმავლობაში $100 მილიარდი დაკარგა. ყველა კრიპტოვალუტის ჯამური საბაზრო ღირებულება $405,241,490,138-მდე შემცირდა, რაც 1 დღის წინანდელ მაჩვენებელზე $120 მილიარდით ნაკლებია.

Coindesk-ის მიხედვით, 24 ნოემბრის შემდეგ, ბიტკოინის ღირებულება $8000-ს პირველად ჩამოსცდა. პარალელურად, ითერიუმის ღირებულება 22%-ით, რიპლის 28%-ით, ბიტკოინ ქეშის ღირებულება კი 18%-ით შემცირდა. ბოლო 24 საათში, ტოპ 100 კრიპტოვალუტიდან მხოლოდ 1-ის, DigixDAO-ს ღირებულება გაიზარდა (31%).

კრიპტოვალუტების ვარდნას წინ არაერთი ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება უძღოდა. მაგალითად, ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, არუნ ჯეიტლიმ განაცხადა, რომ ქვეყანას კრიმინალურ აქტივობებში ციფრული ვალუტების გამოყენების გამო რეგულაციების დაწესება სურს.

ამასთან, New York Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ კრიპტოვალუტების ერთ-ერთი ბირჟა, Bitfinex-ი ბიტკოინის ფასით მანიპულირებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით CNBC-მ Bitfinex-სგან კომენტარი ვერ მოიპოვა.

commersant.ge

რომელი კომპანიის ქართულ ღვინოებს ანიჭებთ უპირატესობას?

  • შატო მუხრანი (16%, 182 Votes)
  • მეღვინეობა ხარება (13%, 151 Votes)
  • კახური ტრადიციული მეღვინეობა (13%, 143 Votes)
  • სხვა (12%, 138 Votes)
  • თელიანი ველი (8%, 89 Votes)
  • ბადაგონი (7%, 78 Votes)
  • თბილვინო (5%, 54 Votes)
  • მეღვინეობა შილდა (5%, 53 Votes)
  • GWS (5%, 53 Votes)
  • მილდიანი (5%, 51 Votes)
  • ქვევრის მზე – ტყუპები (4%, 49 Votes)
  • იკანო (4%, 48 Votes)
  • ასკანელი ძმები (4%, 43 Votes)

ხმების რაოდენობა: 880

Loading ... Loading ...
Share