Home » საზოგადოება » კოვზანაძე „თიბისი ბანკზე“ – 4-5 საათის განმავლობაში ბევრი რამ გაცხადდა, ბევრ რამეს გაეცა პასუხი და ვფიქრობ, უფრო ბევრი კითხვა გაჩნდა
კოვზანაძე „თიბისი ბანკზე“ - 4-5 საათის განმავლობაში ბევრი რამ გაცხადდა, ბევრ რამეს გაეცა პასუხი და ვფიქრობ, უფრო ბევრი კითხვა გაჩნდა

კოვზანაძე „თიბისი ბანკზე“ – 4-5 საათის განმავლობაში ბევრი რამ გაცხადდა, ბევრ რამეს გაეცა პასუხი და ვფიქრობ, უფრო ბევრი კითხვა გაჩნდა

ამ 4-5 საათის განმავლობაში ბევრი რამ გაცხადდა, ბევრ რამეს გაეცა პასუხი და ვფიქრობ, უფრო ბევრი კითხვა გაჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ განცდა, რომ პარლამენტში არ ექნებოდათ შესაძლებლობა, რომ მათთვის მოესმინათ და დღეს ეს შესაძლებლობა მიეცათ.

„მათ პრაქტიკულად 4-5 საათია ვუსმენთ. „თიბისი ბანკი“ არის ქართული საფინანსო სექტორის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა, ის არის აღიარებული ლიდერი ქართული და არა მხოლოდ ქართული საბანკო სექტორის, ის არის წამყვანი ქართული ბანკი კავკასიაში და მას სჭირდება გაფთხილება ისევე როგორც სხვა საბანკო სტრუქტურებს. მე მიმაჩნია, რომ „თიბისი ბანკის“ და ეროვნული ბანკის ერთობლივი განცხადება მეტყველებს ყველაფერზე და არის საფუძველი შემდგომი განვითარების „თიბისი ბანკისათვის“. ამ 4-5 საათის განმავლობაში ბევრი რამ გაცხადდა, ბევრ რამეს გაეცა პასუხი და ვფიქრობ, უფრო ბევრი კითხვა გაჩნდა. რაც შეეხება ბატონ გახარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას – ასე მოწმენდილ ცაზე პროფესიონალ მინისტრზე განცხადების გაკეთებასთან ერთად ალბათ, მომდევნო სიცხადეც დაგვჭირდება“, – განაცხადა კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინეს.

Share