Home » საზოგადოება » კოვზანაძე – საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს
კოვზანაძე - საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს

კოვზანაძე – საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს

დაგროვებითი პენსიის ჩვენთან განხორციელებულ მოდელს წინ უძღოდა მრავალი ქვეყნის გამოცდილების შესწავლა, მათ წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე დაკვირვება, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საქართველოს ტიპის განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, ნებაყოფლობით შენატანებზე დაფუძნებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა „მკვდრადშობილი“ და წინასწარ წარუმატებლობისთვის განწირული იქნებოდა.

„საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს, მითუმეტეს, რომ დაგროვებით პენსიას, ერთი მხრივ, გააჩნია სოციალური მიზანი, მეორე მხრივ, დიდია მისი როლი დოლარიზაციის შემცირების, საინვესტიციო გრძელი ფულის გაჩენის, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, თუ საპენსიო შენატანებს, როგორც ინვესტიციას განვიხილავთ, ფაქტია, რომ მოქალაქის მიერ ფონდში შეტანილ ყოველ 1 ლარზე, დამატებით ერიცხება 2.75 ლარი, ანუ ანგარიშზე გვიჯდება 3.75 ლარი, რასაც წლიური 6.5-8% სარგებელი ემატება. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დარიცხული სარგებლის მოცულობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

Share