Home » ბიზნესი » კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით მედიაში “თიბისი ბანკი” ლიდერობს
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით მედიაში "თიბისი ბანკი" ლიდერობს

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით მედიაში “თიბისი ბანკი” ლიდერობს

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, ხშირად ხვდება „აიფიემ კვლევების“ მედია სტატისტიკის ფოკუსში, მისი აქტუალურობიდან გამომდინარე. გარდა იმისა, რომ ბიზნესის მიმართ საზოგადოების დაკვეთაა სოციალური პასუხისმგებლობის აღება, ვინაიდან საზოგადოებრივი სარგებლის ეფექტი ნამდვილად ახასიათებს, მიუხედავად იმისა, თუ რა მოზნით ხორციელდება, მოგეხსენებათ, თუ რაოდენ კარგი რეკლამა და მარკეტინგული სვლაა სოციალური პასუხისმგებლობით შენიღბული აქტივობები, ბიზნეს კომპანიების საქმიანობისთვის. შესაბამისად, წლიდან წლამდე, ამ ტიპის ღონისძიებების, იდეების მედია გაშუქება, მეტად მოცულობითი ხდება.

თუ გადავხედავთ სტატისტიკას, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის თემის მედია გაშუქების თვალსაზრისით, 2012 წლიდან 2017 წლამდე, მუდმივად პროგრესული სურათი გვაქვს. რაც შეეხება, 2018 წელს, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის გასული პერიოდის მონაცემი, მცირედით ჩამორჩება სრული 2017 წლის გამოვლინებას, რაც იმის საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ 2018 წელი, ყველა სხვა წელზე აღმატებული იქნება, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის თემის, მედია გაშუქების მოცულობის ფარგლებში.

სტატისტიკური მონაცემები სექტორისათვის „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა“, წლების მიხედვით.

2018 წლის ინფორმაციებში, რომელიც აღნიშნულ სექტორის ფარგლებში გაშუქდა, ყველაზე ხშირად მოხსენიებულ ბიზნეს კომპანიებს შორის, ლიდერობს თიბისი ბანკი და ზოგადად საბანკო სექტორი, ვინაიდან ამ სფეროს 4 მოთამაშეა მოწინავე ოთხეულის პოზიციაზე.

სექტორში, ყველაზე ხშირად მოხსენიებული კომპანიების, პირველ ათეულს შორის, მედია გაშუქების წილები, ასე გადანაწილდა.

Share