Home » საზოგადოება » კოოპერატივების განვითარების სააგენტო „ნენსკრა ჰიდროსთან“ ერთად სვანეთში ტრენინგებს აწყობს
კოოპერატივების განვითარების სააგენტო „ნენსკრა ჰიდროსთან“ ერთად სვანეთში ტრენინგებს აწყობს

კოოპერატივების განვითარების სააგენტო „ნენსკრა ჰიდროსთან“ ერთად სვანეთში ტრენინგებს აწყობს

კოოპერატივების განვითარების სააგენტო „ნენსკრა ჰიდროსთან“ ერთად სვანეთში ტრენინგებს აწყობს

სვანეთში, რამდენიმე კვირის წი,ნ კოოპერატივების განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით ტრენინგები გაიმართა. ტრენინგების შემდგომ კოოპერატივების საქმიანობით დაინტერესებულთა რიგები იზრდება.

კოოპერატივების შესახებ ცნობიერების ამაღლების გარდა ტრენინგებმა ის კონკრეტული საჭიროებები და გამოწვევები გამოავლინა, რაც კონკრეტულად სვანეთში კოოპერატივების შექმნის მსურველთათვის მნიშვნელოვანია.

ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არის მზაობა, რომ კოოპერატივების შექმნის გზით, უახლოეს მომავალში, რძის გადამამამუშავებელი საწარმო ჩამოყალიბდეს.

რეგიონებში კოოპერატივები დახმარებას განსაკუთრებით ტექნიკური თვალსაზრისით საჭიროებს.  ჩანაფიქრის განხორციელების შემთხვევაში კოოპერატივის წევრები იმედოვნებენ, რომ სეზონზე 5 ტონა ყველს მაინც აწარმოებენ. ისინი დახმარებას როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისგან, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსგანაც ითხოვენ. სააგენტო აქტიურად არის ჩართული რეგიონში კოოპერატივების გაჩენისა და მათი განვითარების ხელშეწყობით.

სოფელ ნაკრასა და ჭუბერის პოტენციალი მხოლოდ მესაქონლეობას არ ფარავს. ერთ-ერთი მიმართულებაა თევზის მეურნეობა. სოფელში კალმახის ჭერაც მიმდინარეობს. თუმცა თევზჭერის მიმართულებით ქმედითი დახმარება იქნება, თუკი  იმ ტბის გაფართოება მოხერხდება, სადაც ლიფსიტები მომრავლების მიზნითაა გაშვებული. საამისოდ კონკრეტული დამატებითი ფინანსური რესურსია საჭირო.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, როდამ გვამრიანის თქმით, მათ აქვთ შესაძლებლობა ადგილზე გააჩინონ და შემდეგ ბაზარზე გაიტანონ ხარისხიანი და განსაკუთრებული პროდუქტი.

პროდუქტის შექმნას კოოპერატივის განვითარების ცოდნა სჭირდება, რაშიც სოფელ ნაკრასა და ჭუბერში მცხოვრებ მოსახლეობას კომპანია “ნენსკრა ჰიდრო” ეხმარება. ნოემბრის თვიდან განახლდა “ნენსკრაჰესის” მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები სოფელ ჭუბერსა და ნაკრაში. კომპანიამ ამავდროულად აქტიურად დაიწყო მუშაობა სოციალურ პროექტებზეც.

„ნენსკრა ჰიდრომ“  ორივე სოფელში უკვე ჩაატარა ტრენინგები, რომელბმაც საკმაო დაინტერესება გამოიწვია, რაც განპირობებულია იმით, რომ რეგიონში აგროტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალია.

კოოპერატივების განვითარების მხრივ სოფლებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად ადგილობრივი მოსახლეობა ტურიზმის განვითარებას საკუთარი სახლების სასტუმროს ტიპის სახლებად მოწყობით და ახალი საოჯახო სასტუმროების მშენებლობით უბამს მხარს.

მომზადებულია “საქმიანი დილის” მიხედვით

Share