Home » ბიზნესი » კონდოლიზა რაისმა თიბისი ჯგუფის და SSA Marine-ს წარმომადგენლებს სტენფორდში უმასპინძლა
კონდოლიზა რაისმა თიბისი ჯგუფის და SSA Marine -ს წარმომადგენლებს სტენფორდში უმასპინძლა

კონდოლიზა რაისმა თიბისი ჯგუფის და SSA Marine-ს წარმომადგენლებს სტენფორდში უმასპინძლა

სტენფორდში ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი და დიპლომატი, აშშ- ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი კონდოლიზა რაისი „თიბისი ჯგუფის” ვიცე პრეზიდენტს ბადრი ჯაფარიძეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თავმჯდომარის მოადგილეს თედო ჯაფარიძესა და SSA Marine – ს ვიცე პრეზიდენტს ბობ ვოთერსს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კონდოლიზა რაისის აპარატის თავჯდომარე შენონ იორკი და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მენეჯერი ნიკა ხაზარაძე.

შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე დიდი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, როგორც ევრაზიის სატრანზიტო კარიბჭესა და მის როლზე რეგიონის ტრანსფორმაციის საქმეში.

ასევე „თიბისი ბანკზე,“ რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ზოგადად, საქართველოს როგორც რეგიონალური ფინანსური ცენტრის, განვითარებაში.

Share