Home » მსოფლიო » კონდინციონერები წარსულში რჩება – ისრაელში შეიქმნა საღებავი, რომელიც შენობას აგრილებს
კონდინციონერები წარსულში რჩება - ისრაელში შეიქმნა საღებავი, რომელიც შენობას აგრილებს

კონდინციონერები წარსულში რჩება – ისრაელში შეიქმნა საღებავი, რომელიც შენობას აგრილებს

ებრაულმა სტარტაპმა სახელად SolCold-ი, მიაგნო საშუალებას, რომლითაც შენობის გაგრილება ენერგეტიკული დანახარჯების დაზოგვითაა შესაძლებელი. სტარტაპ გუნდმა შექმნა საღებავი, რომელიც ადაპტირებულია მზის ფერთან. მას შეუძლია დაფაროს მთელი შენობა.

ინჟინერები და მკვლევარები, გლობალური დათბობისა და ელექტროენერგიაზე ფასების მუდმივი ზრდის გამო, აქტიურად მუშაობენ გაგრილების ისეთი ალტერნატიული საშუალების შესაქმნელად, როდესაც ჰაერის გაგრილებისას სითბოს გამოყოფა არ მოხდება.

ებრაულმა სტარტაპმა კი გაგრილების ისეთ ტექნოლოგიურ საშუალებას მიაგნო, რომელიც მალე კონდინციონერებს ჩაანაცვალებს. ისინი გაგრილების მისაღწევად არ იყენებენ ელექტროენერგიას. მათი ტექნოლოგია დაფუძნებულია ლაზერული გაგრილების პრინციპზე. ლაზერზე მოხვედრილი მზის სხივი მნიშნელოვნად ამცირების მის ტემპერატურას.

როგორ მუშაობს ლაზერული ტექნოლოგია? სპეციფიკურ მატერიალზე მოხვედრილი მზის სხივი შთანთქავს ფოტონებს (ელემენტარული ნაწილაკი ფიზიკაში, ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების კვანტი და სინათლისა და ყველა სხვა სახის ელექტრომაგნიტური გამოსხივების საბაზისო ერთეული. ფოტონი არის აგრეთვე „ძალის გადამტანი“ ელექტრომაგნიტური ძალისთვის) და ამავდროულად წარმოშობს უფრო მძლავრ ფოტონებს, რომელიფ უფრო მეტ ენერგიას ატარებს. შედეგად, იკარგება ენერგია, რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს ტემპერატურა.

მაგრამ, ნაცვლად ლაზერის გამოყენებისა, სტარტაპის შემქნელებმა შექმნეს საღებავი, რომელიც ლაზერის ნაცვლად გამოიყენება და რომელიც მზის სხივების ენერგიას შთანთქავს. საღებავი შედგება ორი ფენისაგან – გარე და შიდა ფენა. გარე ფენა ფილტრავს სინათლეს და ვერ იღებს მონაწილეობას გაგრილებაში, ხოლო შიდა ფენას შეუძლია შთანთქოს დარჩენილი ფოტონები. ლაბორატორიული კვლვევების შედეგად დადგინდა, რომ რკინის სახურავის გადაღებვის შედეგად, ამავე შენობაში ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაეცა.

საპილოტე პროექტის ჩატარება მომდევნო ორი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

ბაჩანა ჯინჭარაძე

stmegi.com

Share