Home » ბიზნესი » კომპანია ნევადა განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე სასტუმროს გახსნის
კომპანია ნევადა განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე სასტუმროს გახსნის

კომპანია ნევადა განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე სასტუმროს გახსნის

კომპანია “ნევადა” განახლებულ დავით აღმაშენებლის გამზირზე, “საქართველოს ფოსტის” ყოფილ შენობაში სასტუმროს გახსნის.

კომპანიამ აუქციონზე უძრავი ქონება 5,75 მლნ ლარად შეიძინა. აუქციონზე 1 ლარად გამოტანილი ქონების ყიდვაზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა და რეკორდული ოდენობის  – 575 “ბიჯი” გაკეთდა. შენობა  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მის ფასადს სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო სამუშაოები  თბილისის განვითარების ფონდის ეგიდით ჩაუტარდა.

საინვესტიციო პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მინიმუმ 5 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, სულ მცირე 30 ნომრიანი სასტუმრო და „საქართველოს ფოსტის“ ექსპონატებისთვის განკუთვნილი საგამოფენო დარბაზი მოეწყობა, ასევე, განთავსდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლობა.

წყარო: GBC

Share