Home » მსოფლიო » კომპანია “ფეისბუქი” ახალ სოციალურ ქსელ FACEBOOK AT WORK-ს უშვებს
კომპანია "ფეისბუქი" ახალ სოციალურ ქსელ FACEBOOK AT WORK-ს უშვებს

კომპანია “ფეისბუქი” ახალ სოციალურ ქსელ FACEBOOK AT WORK-ს უშვებს

კომპანია ფეისბუქმა თავისი ახალი სოციალური ქსელის ტესტირება დაიწყო, რაშიც 300-მდე კომპანია ჰყავს ჩართული.

რამდენიმე თვის შემდეგ, სოციალური ქსელების ბაზარზე ახალი, მსხვილი კონკურენტი გამოჩნდება: კომპანია ფეისბუქი 2016 წლისათვის ახალი პროექტის ჩაშვებას იწყებს, რომელსაც “ფეისბუქი სამსახურში” (Facebook At Work) ერქმევა, – აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც ირკვევა, ცნობილი სოციალური ქსელის პროფესიული ვერსიის კონკურენტი LinkedIn Corp-ი და Monster Worldwide იქნება, რომელთა მოცულობითი ღირებულება ექსპერტებმა 6 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასეს.

თავისი დიზაინით, ფეისბუქის ახალი პროფესინალური ვერსია იდენტური იქნება ჩვეულებრივი ვერსიისა. მომხმარებლებს წვდომა ექნებათ სიახლეების ჩამონათვალთან, შეეძლებათ სხვა პოსტების მოწონება, ინდივიდუალური საუბრების წამოწყება კონკრეტულ პირებთან და ასევე ჯგუფური საუბრის წამოწყებაც, ფაილების გაგზავნა, ჯგუფების შექმნა, მასობრივი მოწვევების გაგზავნა და ა.შ.

“შემიძლია განვაცხადო, რომ 95% იმისა, რაც ჩვეულებრივ ფეისბუქს აქვს, ასევე ექნება Facebook at work-საც”, – განაცხადა ფეისბუქის გლობალური საპარტნიორო პროგრამის დირექტორმა ჟიულიენ კოდორნომ. განსხვავებებში, რაც აღნიშნულ ორ სოციალურ ქსელს შორის იქნება, ეს, მისი თქმით, მაგალითად თამაშები იქნება. ახალ სოციალურ ქსერლში, მომხმარებლები Candy Crush-ის თამაშს ნამდვილად ვერ შეძლებენ.

Facebook at work-ში გამოჩნდება ახალი, ექსკლუზიური სერვისები, რომელთა წვდომაც მომხმარებლებს მხოლოდ ფასიანი პაკეტებით შეეძლებათ. ჟიულიენ კოდორნოს განცხადების მიხედვით, აღნიშნული სერვისების მიღებისათვის, მომხმარებლებს თვეში მხოლოდ რამოდენიმე დოლარის გადახდა მოუწევთ.

ახალ სოციალურ ქსელში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოებას. ახალი ფეისბუქის ექაუნთები სრულიად იზოლირებული იქნება ჩვეულებრივი ფეისბუქის ექაუნთებისაგან, რაც გამორიცხავს მნიშვნელოვანი კორპორატიული ინფორმაციის გადინების შანსებს.

Share