Home » ახალი ამბები » კომპანია „ანდრიცის“ (ANDRITZ) პრეზენტაცია
კომპანია „ანდრიცის“ (ANDRITZ) პრეზენტაცია

კომპანია „ანდრიცის“ (ANDRITZ) პრეზენტაცია

2018 წლის 7 ივნისს, სასტუმრო „რედისონში“, ჰიდროელექტროსადგურების ელექტრო-მექანიკური დანადგარების მწარმოებელმა მსოფლიოს წამყვანმა ავსტრიულმა კომპანიამ ANDRITZ („ანდრიცი“), არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კომპანია „ანდრიცის“ ხელმძღვანელმა პირებმა, ავსტრიის ელჩმა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, საჯარო, კერძო სექტორის და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა.

პრეზენტაციის ფარგლებში „ანდრიცის“ წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ჰიდროენერგეტიკის სფეროში უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და ინოვაციური ინჟინრული გადაწყვეტილებები გააცნეს. ასევე მიმოიხილეს ენერგეტიკის გლობალური ბაზრის ტენდენციები და სფეროში არსებული გამოწვევები. „ანდრიცთან“ თანამშრომლობის გამოცდილებასა და კომპანიის ტექნოლოგიების უპირატესობებზე კლიენტი კომპანიების, „დარიალი ჰესის“ და „ხობი 2 ჰესის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

კომპანია „ანდრიცი“ საქართველოში ჰიდროენერგეტიკის სექტორში უკვე 70 წელია მოღვაწეობს. საქართველოში პირველი პროექტი 1950 წელს („სოხუმი ჰესი“) განახორციელეს.

2012 წელს კომპანიამ ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნა საქართველოში. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოში „ანდრიცის“ ჩართულობით განხორციელდა 108 მგვტ სიმძლავრის „დარიალი ჰესია“, რომელიც ექსპლუატაციაში 2017 წელს გაეშვა და დღეს წარმატებით ოპერირებს.

ქვეყანაში 70 წლიანი მოღვაწეობის შედეგად „ანდრიცის“ მიერ სხვადასხვა პროექტში დამონტაჟებული ტურბინების ჯამური სიმძლავრე 349 მგვტ.-ს აღწევს. მიმდინარე პროექტებში კი დაგეგმილია ჯამურად 350 მგვტ სიმძლავრის ტურბინების ინსტალაცია.

ანდრიცის შესახებ:

„ანდრიცის“ სათავო ოფისი ავსტრიაში მდებარეობს, ხოლო მისი საწარმოო, სერვისის და გაყიდვების წარმომადგენლობები მსოფლიოს მასშტაბით 250-ზე მეტ ლოკაციაზეა წარმოდგენილი. კომპანია გამოირჩევა გლობალური მიღწევების კუთხით. „ანდრიცს“ გააჩნია 175 წლიანი გამოცდილება ჰესებისთვის ტურბინების დიზაინის შექმნის მიმართულებით. მსოფლიო მასშტაბით დამონტაჟებული და რეაბილიტირებული აქვს 31,600 ტურბინა – ჯამური სიმძლავრით 430,000 მგვტ. კომპანიის მიერ დასაქმებულთა რაოდენობა კი 25,800-ს უტოლდება.

დამატებითი ინფორმაცია:

საქართველოში კომპანია „ანდრიცის“ ჩართულობით განხორციელდა (ჯამურად 349 მგვტ):

* 1950 – 19 მგვტ სოხუმი ჰესი – სამი 6.3 მგვტ Francis ტურბინა

* 1951 – 114 მგვტ ხრამი ჰესი – სამი 38 მგვტ Pelton ტურბინა

* 1952 – 21 მგვტ ჩითახევი ჰესი – სამი 7 მგვტ Francis ტურბინა

* 1960 – 46 მგვტ გუმათი ჰესი – ოთხი 11.5 მგვტ Kaplan ტურბინა

* 1997 – 21 მგვტ ტყიბული/ძევრულა ჰესი – ერთი 21 მგვტ Francis ტურბინა

* 2013 – 9.2 მგვტ ახმეტა ჰესი – ორი 4.6 მგვტ Francis ტურბინა

* 2015 – 1.9 მგვტ სტორი ჰესი – ერთი 1.9 მგვტ Francis ტურბინა

* 2015 – 146 მგვტ ვარდნილი ჰესი – ორი 73 მგვტ Kaplan ტურბინის მართვის სისტემის უზრუნველყოფა

* 2016 – 4.6 მგვტ საგურამო ჰესი – ორი 2.3 მგვტ Francis ტურბინა

* 2016 – 108 მგვტ დარიალი ჰესი – სამი 36 მგვტ Pelton ტურბინა

მიმდინარე პროექტებია (ჯამურად 350 მგვტ):

* 3.7 მგვტ ავანი ჰესი – ორი 1.85 მგვტ Pelton ტურბინა

* 2.2 მგვტ დაშბაში ჰესი – ერთი 2.2 მგვტ Francis ტურბინა

* 1.3 მგვტ ოროზმანი ჰესი – ერთი 1.3 მგვტ Pelton ტურბინა

* 5.4 მგვტ ხადორი 3 ჰესი – ორი 2.7 მგვტ Francis ტურბინა

* 21.9 მგვტ ზოტი 1 ჰესი – ერთი 21.9 მგვტ Pelton ტურბინა

* 25 მგვტ ზოტი 2 ჰესი – ორი 12.5 მგვტ Pelton ტურბინა

* 288 მგვტ ნენსკრა ჰესი – სამი 96 მგვტ Pelton ტურბინა

Share