Home » ბიზნესი » კომერციული ბანკების წმინდა მოგება წლის მინიმუმზეა
ბანკების წმინდა მოგება 31%-ით გაიზარდა

კომერციული ბანკების წმინდა მოგება წლის მინიმუმზეა

გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. აგვისტოს თვის წმინდა მოგებამ 9.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვეებთან შედარებით შემცირებული მონაცემია.

შედარებისთვის, ივლისის თვის წმინდა მოგებამ 39.0 მლნ ლარი შეადგინა. ივნისში აღნიშნული ციფრი 57.4 მილიონს შეადგენდა. მაისში, 70.8 მილიონ ლარს, აპრლიში კი 13.4 მილიონს. მარტში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 39.6 მილიონ ლარს შეადგენდა, თებერვალში 46 მილიონ ლარს, იანვარში კი 15,8 მილიონ ლარს.

საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით. იანვარში საქართველოში 20 ბანკი იყო, თუმცა საქართველოს ბანკმა წლის დასაწყისში ტაო პრივატ ბანკი შეიერთა.

დღეს ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 78.8 პროცენტია.

წყარო: Ipress.ge

Share