Home » ფინანსები » კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 533.7 მლნ მლნ ლარით გაიზარდა
კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 533.7 მლნ მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 533.7 მლნ მლნ ლარით გაიზარდა

2018 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 533.7 მლნ მლნ ლარით გაიზარდა და 26.16 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 19.5 პროცენტი შეადგინა.

გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 17.3 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის მატებაზე გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ასევე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ზრდამ.

დეკემბრის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 85.4 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 60.3 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 38.1 პროცენტს შეადგენდა.

 

საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 164.3 მლნ ლარით (1.4 პროცენტით) გაიზარდა და 11.62 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა დეკემბერში 156.3 მლნ აშშ დოლარით (2.8 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 5.71 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ამ კატეგორიის კრედიტების 55.1 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 88.2 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად იურიდიული პირების გრძელვადიანი სესხების დაკრედიტების მატებით არის გამოწვეული.

agora.ge

Share