Home » საზოგადოება » კობა გვენეტაძე – საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლით კურსზე არანაირი გავლენა არ აქვს ინტერვენციებს
კობა გვენეტაძე - საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლით კურსზე არანაირი გავლენა არ აქვს ინტერვენციებს

კობა გვენეტაძე – საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლით კურსზე არანაირი გავლენა არ აქვს ინტერვენციებს

„საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, ამიტომ კურსთან დაკავშირებით რამე ნიშნული არ გვაქვს, რაც შეეხება საერთაშორისო რეზერვებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს რეზერვების მოცულობა არაადეკვატური ჰქონდა“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვის პასუხად.

კობა გვენეტაძის განცხადებით, რეზერვები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს. მისი თქმით, საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლით კურსზე არანაირი გავლენა არ აქვს ინტერვენციებს, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს

„სარეიტინგო კომპანიების შეფასებებში ყოველთვის ხაზგასმულია, რამდენად ადეკვატურია ეროვნული ბანკის რეზერვები. აქედან გამომდინარე მაშინ, როდესაც არის საშუალება, რეზერვებს ვაგროვებთ. როგორც წესი, ინტერვენციის პერიოდში, კურსის მიმართულება  არ იცვლება. საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლით კურსზე არანაირი გავლენა არ აქვს იმ ინტერვენციებს, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს და ეს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას უწყობს ხელს.

საქართველოს სავალუტო ბაზარი არ არის ისეთი მცირე, როგორიც ადრე იყო, როდესაც კურსის ფორმირებაზე რამდენიმე მილიონს შეეძლო გავლენა მოეხდინა. აქედან გამომდინარე, გაუფასურების დროს ინტერვენცია კონტრპროდუქტიულია, თუ განსაკუთრებით დიდ ერთჯერად მოვლენასთან არ გვაქვს საქმე. გაუფასურების შემთხვევაში, მოკლევადიან რყევებზე მოლოდინების ჩასაქრობად ჩარევა კონტრპროდუქტიულია, რადგან აღვივებს სპეკულაციურ მოლოდინებსა და უფრო მეტ გაუფასურებას იწვევს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

Share