Home » საზოგადოება » კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციების შესაძლო გამარტივებაზე საუბრობს
კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციების შესაძლო გამარტივებაზე საუბრობს

კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციების შესაძლო გამარტივებაზე საუბრობს

ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციები შესაძლოა, გაამარტივოს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

„იმისთვის, რომ პროცესი უფრო მარტივი გავხადოთ, მოვაშოროთ თუკი რაიმე ზედმეტი ბიუროკრატიაა, ჩვენ გვაქვს ასეთი სურვილი, რომ რეგულაციები ამ მხრივ გავამარტივოთ ისე, რომ დაცული იყოს დოკუმენტში ჩადებული ძირითადი პრინციპი. კერძოდ – არიდებული იყოს ჭარბვალიანობა, სესხის მიღება მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც მისი გადახდის საშუალება არის. რეგულაციების მიუხედავად, საკრედიტო პორტფელის ზრდა საკმაოდ კარგია, დაახლოებით 13 პროცენტი გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე. ამავე დროს, ცვლილება არის პორტფელის შემადგენლობის კუთხით. იზრდება კორპორატიული სესხები, სესხები მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით“, – განაცხადა გვენეტაძემ.

რაც შეეხება საბანკო ასოციაციის მოთხოვნას, დაწესდეს გარკვეული გამონაკლისები და 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა უცხოურ ვალუტაშიც იყოს შესაძლებელი, გვენეტაძე ამბობს, რომ ეს ზღვარი საკანონმდებლო ცვლილებით დაწესდა.

Share