Home » ფინანსები » კობა გვენეტაძე – ჩვენ გაცილებით რბილი საბანკო რეგულაციები გვაქვს, ვიდრე სხვა ქვეყნებშია
კობა გვენეტაძე - ჩვენ გაცილებით რბილი საბანკო რეგულაციები გვაქვს, ვიდრე სხვა ქვეყნებშია

კობა გვენეტაძე – ჩვენ გაცილებით რბილი საბანკო რეგულაციები გვაქვს, ვიდრე სხვა ქვეყნებშია

საბანკო რეგულაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, გაცილებით რბილია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო მისიის ფონდის ხელმძღვანელის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ კრედიტის მიღება არ უნდა შეიზღუდოს გადახდისუნარიანი მსესხებლებისთვის.

„მე ბევრჯერ განვმარტე, რომ თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ იმ რეგულაციას, რომელიც საქართველოშია, ის საკმაოდ რბილია, რადგანაც სხვა ქვეყნების უმრავლეს შემთხვევაში არ ხდება ე.წ. არაოფიციალური შემოსავლების გათვალისწინება შემოსავლებში, ხოლო ის რეგულაცია, რაც ჩვენ გვაქვს, ამას განიხილავს და უშვებს. საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა შეიმუშაონ ის წესები და მიდგომები, რომლითაც განსაზღვრავენ არაოფიციალურ შემოსავლებს. თუ ვინმეს აქვს შემოსავალი, რომელიც არ არის ოფიციალური, ამის გათვალისწინება აბსოლუტურად შესაძლებელია სესხის აპლიკაციის განხილვისას. ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომით და იმის ანალიზით, თუ რამდენად კარგად ხდება ამ დაშვების გამოყენება, აბსოლუტურად შესაძლებელია ყველა იმ მსესხებელმა, რომელსაც სესხის მომსახურეობის საშუალება აქვს, მიიღოს სესხი და ჰქონდეს წვდომა ფინანსურ რესურსებზე”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

Share