Home » საზოგადოება » კობა დავითაშვილი დავით ბეჟუაშვილის დაპატიმრებას მოითხოვს
კობა დავითაშვილი დავით ბეჟუაშვილის დაპატიმრებას მოითხოვს

კობა დავითაშვილი დავით ბეჟუაშვილის დაპატიმრებას მოითხოვს

კობა დავითაშვილი დავით ბეჟუაშვილის დაპატიმრებას მოითხოვს. ამის შესახებ მან გადაცემაში “რეაქცია”, ტყიბულში, მინდელის შახტაში დაღუპული ადამიანების თემაზე საუბრისას განაცხადა.

“მინდა კვალიფიკაცია მივცე ამ ქმედებას და ამის შემდგომ გადავიდე იმ თემაზე, თუ რა უნდა გაკეთებულიყო აქამდე და როგორ უნდა ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები თავიდან. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არ არის დაუდევრობა. ეს არის განზრახ მკვლელობა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. საზოგადოებას არ აქვს ეს ინფორმაცია და ჰგონიათ, რომ განზრახ, გულისხმობს პირდაპირ ქმედებას. ჩვენ, იურისპრუდენციაში გვაქვს პირდაპირი და არაპირდაპირი განზრახვა. არაპირდაპირი განზრახვაა, როდესაც შენ არ გსურს რაიმე შედეგის დადგომა, მაგრამ შეგნებულად უშვებ.

მაგალითად ავიღოთ საწყობის გამგე. ამ საწყობის თავზე ცხოვრობს მარტოხელა, ინვალიდი მოხუცი. მას გასაქცევი არსად აქვს. გამგემ ეს იცის. გამგეს ამ მოხუცის ინტერესი არ აქვს, მისი მოკვლა არ სურს, მაგრამ იცის, რომ თუ ხანძარი გაჩნდა ის დაიღუპება და შეგნებულად უშვებს მის დაღუპავს. მას პირდაპირი განზრახვა არ აქვს, თუმცა უშვებს ფაქტს. აი, ამას ჰქვია არაპირდაპირი განზრახვა. კოდექსი ამას არ განსახვავებს, პირდაპირია განზრახვა თუ არაპირდაპირი, ისჯება თანაბრად. გაუფრთხილებლობა სხვაა. როდესაც ის არ ითვალისწინებს შედეგის დადგომას, მაგრამ კარგად იცის, რომ დაფიქრებულიყო, უნდა გაეთვალისწინებინა. ეს არის არაპირდაპირი განზრახ ქმედების კლასიკური შემთხვევა. რატომ? იმიტომ რომ იმავა მაღაროში ხდება, სადაც 5 აპრილს მსგავსი რამ მოხდა.

5 აპრილს რომ გარდაიცვალა ადამიანი, ეს იყო გაუფრთხილებლობა. ახლა არის განზრახ მკვლელობა. 5 აპრილს რომ ხალხი დაიღუპა და იმავე მაღაროში შენ ჩინური მაიმუნობა ჩამოგაქვს, ილუზიას ქმნი, რომ აი რაღაცა ვქენი, სინამდვილეში კი თითს თითზე არ აკარებ იმისთვის, რომ უსაფრთხოება გაზარდო, უშვებ ადამიანებს იქ, ეს არის კლასიკური გაგებით არაპირდაპირი გზით განზრახ მკვლელობა. სახეზეა დამამძიმებელი გარემოებები. ეს არის 109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილი. მეორე ნაწილი, ეს არის ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ. ეს პირთა ჯგუფი არის ბატონი დავით ბეჟუაშვილი, ის არის მეპატრონე. მენეჯმენტს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს. შახტას გამაგრება უნდა, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამკრაცება, რასაც ინვესტიციის გაზრდა უნდა.

ბატონმა დავით ბეჟუაშვილმა არ ჩადო ფული საამისოდ. ეს ქმედება იურისპრუდენციაში არის მოქმედებაც და უმოქმედობაც.  ამ შემთხვევაში მისი ქმედება გამოიხატა უმოქმედობით. არ ჩადო ფული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ კანონის მესამე ნაწილი უფრო მძიმეა და სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. სამუდამო პატიმრობა იმიტომ, რომ ეს ფული რომ არ ჩადო, ეს არის ანგარებითი მოტივი და 2-ზე მეტი პირის დაღუპვა რომ მოჰყვა ამას, ეს არის ორზე მეტი პირის მკვლელობა. ეს არის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, მეორე და მესამე ნაწილში და ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას.

მე მოვითხოვ, ბატონი ბეჟუაშვილი დაუყოვნებლივ იქნას დაპატიმრებული და შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. ვინაიდან მას აქვს ყველა შესაძლებლობა თავისი დიდი ფინანსური რესურსებით, მოისყიდოს ეს გაჭირვებული ადამიანები, მოწმეები, დააშინოს და მოისყიდოს არამარტო ეს მოწმეები, არამედ თანამდებობის პირებიც, რასაც აქამდე წარმატებით ახორციელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემთვის წარმოიდგენელია ის თუ როგორ მოხდა იმავე მაღაროში ხალხის დაღუპვა. ეს არის განზრახ მკვლელობა, მმისი ადგილი არის ციხეში და მას უნდა მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა”, – განაცხა დავითაშვილმა.

Share