Home » მსოფლიო » კიმ ჩენ ინმა სინგაპურში ტრამპთან შეხვედრაზე თავისი კერძო ტუალეტი მიიტანა

კიმ ჩენ ინმა სინგაპურში ტრამპთან შეხვედრაზე თავისი კერძო ტუალეტი მიიტანა

კიმ ჩენ ინმა სინგაპურის შეხვედრაზე თავისი კერძო ტუალეტი მიიტანა – მას ის ყველგან თან დააქვს

როგორც Business Insider-ი წერს, კიმ ჩენ ინი ა.შ.შ-ს პრეზიდენტთან ისტორიულ შეხვედრაზე ადრე მივიდა და თან თავისი ტუალეტი მიიტანა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ყოველთვის რამდენიმე ტუალეტით მოძრაობს, ერთ-ერთი მის მერსედესშიც კი არის.

ყოფილმა ჩრდილოეთ კორეის დაცვის წარმომადგენელმა, ლი იუნ-კოლმა განაცხადა, რომ ლიდერის ფეკალური მასა შეიცავს ინფორმაციას, მისი ჯანმრთელობის შესახებ. ამგვარად მათი უკან დატოვება არ შეიძლება.

კიმის ფეკალურ მასალას პერიოდულად იკვლევენ, რათა შეამოწმონ არის თუ არა მათში დაავადება, ან რაიმე  ჯანმრთელობისთვის სხვა საშიში ინდიკატორი.

ზაზა ხორბალაძე

Share