Home » მსოფლიო » „კიმ ჩენ ინი ძალიან ღირსეული მომლაპარაკებელია, მას შესანიშნავი ხასიათი აქვს“
„კიმ ჩენ ინი ძალიან ღირსეული მომლაპარაკებელია, მას შესანიშნავი ხასიათი აქვს“

„კიმ ჩენ ინი ძალიან ღირსეული მომლაპარაკებელია, მას შესანიშნავი ხასიათი აქვს“

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია.

„კიმ ჩენ ინი ძალიან ღირსეული მომლაპარაკებელია. მას შესანიშნავი ხასიათი აქვს და ის ძალიან ჭკვიანია. ეს კარგი შეხამებაა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჩვენ შესანიშნავი დღე გავატარეთ და ბევრი რამე გავიგეთ ერთმანეთზე და ჩვენს ქვეყნებზე. მე გავიგე ის, რომ კიმი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა“, – დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დღეს სინგაპურში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. როგორც შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, დარწმუნებულია იმაში, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შესანიშნავ ურთიერთობები განვითარდება.

Share