Home » მსოფლიო » კიევში, სადაც 26 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, „გაზპრომის“ ბანერები მოხსნეს
კიევში, სადაც 26 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, „გაზპრომის“ ბანერები მოხსნეს

კიევში, სადაც 26 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, „გაზპრომის“ ბანერები მოხსნეს

კიევში, სადაც 26 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, „გაზპრომის“ ბანერები მოხსნეს, რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სპონსორია. ამის შესახებ კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანდრეი მიროშნიჩენკომ განაცხადა.

„კიევის საქალაქო ადმინისტრაცია შეთანხმდა უეფა-სთან რუსული კომპანია „გაზპრომის“ სარეკლამო მასალების დემონტაჟზე“, – აღნიშნა ანდრეი მიროშნიჩენკომ.

მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ „გაზპრომის“ ბანერების კიევის ქუჩებში შენარჩუნება ვანდალიზმისა და წინააღმდეგობის აქტებს გამოიწვევდა.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური სპონსორის „გაზპრომის“ სარეკლამო ბანერები მხოლოდ კიევის „ოლიმპიურ“ სტადიონზე განთავსდება.

„გაზპრომი“ ჩემპიონთა ლიგის სპონსორი 2012 წლიდან არის. 26 მაისს კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, რომელშივ ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან.

 

წყარო: interpressnews.ge

Share