Home » ახალი ამბები » ხვალ ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება

ოთხშაბათს, 4 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართება ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია. 

ღონისძიებას წარუძღვება ჩინეთის სამხრეთს ავიახაზების, სინძიანის ფილიალის გენერალური დირექტორი ცაი ვენსი. მონაწილეობას მიიღებენ: ჩინეთის კონსული საქართველოში ეკონომიკური და კომერციული საკითხებში ვან ლიანპო, საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გივი დავითაშვილი, TAV Georgia-ს გენერალური დირექტორი მეთ ერკალი.

შეხვედრაზე ასევე განიცილება „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის“ ფარგლებში კომპანიების როლი და მათი სამომავლო გეგმები.

 

საკონტაქტო პირი: გიგა მიგინეიშვილი. ტელ: 599 34 35 81

Share