Home » საზოგადოება » ,,ხსნა ერთია – ბიძინა დანიშნე ვადამდელი არჩევნები”
,,გზა ერთია – ბიძინა დანიშნე ვადამდელი არჩევნები"

,,ხსნა ერთია – ბიძინა დანიშნე ვადამდელი არჩევნები”

,,სუსტი ხელისუფლება დესტაბილიზაციის წინაპირობაა“.
,,მართვად ქაოსს სრული ქაოსი მოჰყვება“.
,,ნაცონალური რევანშის“ საფთხე რეალურია“

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვყენებს, სადაც დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ არსებულ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. გთავაზობთ ვაჟა ბერიძის პოსტს უცვლელად:

,,როგორც ერთმა მოქალაქემ, არაერთგზის გავაფრთხილე დღევანდელი ხელისუფლება, თორემ ჩემივე ნათქვამის ციტირებას არ მოვახდენდი (,,რომელი მეფე ერეკლე მე ვარ“…), მაგრამ ჩვენთან ყურს დღეს არავინ არავის არ უგდებს.
რა ხდება?
მოვიდა ვაშინგტონიდან მესიჯი, რომ ბიძინა უნდა წავიდეს და ,,ნაცებს“ დაუტოვოს ხელისუფლება?
თუ მოსკოვიდან მოვიდა დირექტივა – დესტაბილიზაცია მოხდეს საქართველოში, ნებისმიერ ფასად. და ეს დირექტივა შეიძლება მიეღოთ, როგორც ,,ნაცებს“, ისე ,,ოცნებას“.
თუ მოვლენები ქუჩის სტიქიას მიენდო, ხალხს ,,ევროპისთვის განსაცვიფრებელი დემოკრატია“ კი არა განუკითხაობა და ქაოსი შერჩება, სიტუაცია ოხლოკრატიის (ბრბოს მმართველობის) ნიშნებსაც შეიცავს, მრავალი პროტესტანტის გულწრფელი და სამართლიანი აღშფოთების მიუხედავად. ოხლოკრატია კი სახელმწიფოს დასასრულია, ვთხოვ ყველას გაითვალისწინოს. ზვიადის დროინდელი, შევარდნაძის დროინდელი, მიშას დროინდელი და ბიძინას დროინდელი ქართული სახელმწიფო საოცნებოდ გადაგვექცევა ბევრი ათეული წლის განმავლობაში, ჩვენი უპასუხისმგებლო მმართველობის და პოლიტიკური ელიტის წყალობით.
,,სისტემა“ სახელმწიფოა
,,სისტემა“ ინსტიტუტებია
სისტემის დანგრევა ქვეყნის დამოუკიდებლობის დანგრევაა. აი რა შემოაპარეს იმ დაფარულმა ძალებმა დღეს ქვეყანაში.
პოლიტიკური თვალსაზრისით ,,სისტემა უნდა დაინგრეს“ დამთავრდება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით. ,,ნაცებმა“, რომლებიც პოლიტიკის ენაზე საუბრობენ და პოლიტიკურ მეთოდებს იყენებენ, ბეჭებზე დადეს ,,ოცნება“ მისი არაპოლიტიკოსი ლიდერებით და არაპოლიტიკოსი მილიარდერი ქვეყნის არაფორმალური მმართველით.
ეს პროცესი, თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები – ამერიკელები არ ჩაერიენ, არ გაჩერდება.
პრემიერ–მინისტრის გადადგომითაც კი.
და თუ არ გაჩერდება, ქვეყანას დიდი ქაოსი და განუკითხაობა ემუქრება. უფრო დიდი, ვიდრე 90–იან წლებში.
სისტემა, რომლის დანგრევასაც ,,ნაცები“ ითხოვენ, ,,ნაცების“ შექმნილია. სისტემა სახელმწიფოა.
სახელმწიფოს დანგრევას მოვითხოვთ?
ივანიშვილმა ვერ გამოიტანა სათანადო დასკვნა ბათუმის არეულობებიდან, ნარკომომხმარებელთა აქციიდან, ვერც შვილმკვდარი მამების აქციიდან გამოიტანა სათანადო დასკვნა, რომელიც უკვე ,,ნაციონალებისაა“ და ისინი მთელი ოპიზიციის გაერთიანებას ცდილობენ.
ბიძინა! ოპერატიული გადაწყვეტილებების დროა!
აღადგინე კავშირი პოლიტიკურ სპექტრთან, დიალოგი საზოგადოებასთან.
თუ დაგვიანებული არ არის.
ხსნა ერთია – ბიძინა დანიშნე ვადამდელი არჩევნები!
ამას ითხოვს სიტუაციის შინაგანი ლოგიკა.
დაყოვნება სახიფათოა!”, – წერს ვაჟა ბერიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე

Share