Home » მსოფლიო » ხორვატმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული საპრემიო თანხა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხეს
ხორვატმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული საპრემიო თანხა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხეს

ხორვატმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული საპრემიო თანხა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხეს

ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებმა გუნდის მთლიანი საპრემიო თანხა, რომელიც ჯამში 23 მილიონ ევროზე მეტს შეადგენდა, საქველმოქმედო ფონდში გადარიცხეს.

თანხა მზურნველობა მოკლებულ და დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება.

“ეს მინიმუმია რისი გაკეთებაც ჩვენი ქვეყნისთვის და ბავშვებისთვის შეგვიძლია”, – ნათქვამია ხორვატიის ნაკრების ოფიციალურ განცხადებაში.

ხორვატიის ნაკრების მსგავსად, უკვე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, საფრანგეთის და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგზარდა ფეხბურთელმა კილიან მბაპემაც ქველმოქმედებაში დახარჯა მსოფლიო ჩემპიონატზე გამომუშავებული თანხა.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share