Home » ბიზნესი » ხარაგაულში საკალმახე მეურნეობაში 250 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა
ხარაგაულში საკალმახე მეურნეობაში 250 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

ხარაგაულში საკალმახე მეურნეობაში 250 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საკალმახე მეურნეობა – შპს“ ლომის მთა“ შეიქმნა, რომელიც წლიურად 30 ტონა თევზს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია კი, ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

საწარმო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 250 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 135 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 115,000 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.

2013 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახალი საწარმოების შექმნის მიზნით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა, როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე არსებულის გაფართოებისთვის. პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 845-ზე მეტი მოქმედი და 170 ახალი საწარმო.

Share