Home » საზოგადოება » ხაჯიმბას ქართული ტერიტორიიდან შესულ პროდუქციაზე გადასახადის დაწესება უნდა
ხაჯიმბას ქართული ტერიტორიიდან შესულ პროდუქციაზე გადასახადის დაწესება უნდა

ხაჯიმბას ქართული ტერიტორიიდან შესულ პროდუქციაზე გადასახადის დაწესება უნდა

საქართველოსთან სავაჭრო ურთერთობა აფხაზეთის საზოგადოებაში ყოველთვის აქტიურად განიხილებოდა. მრავალი წელიწადია, საზღვრისპირა ზონა ფაქტობრივად უბაჟო ვაჭრობის რეჟიმით მუშაობს – საქონელი გადააქვთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომლებიც ენგურის ხიდის ორივე მხარეს გადაადგილდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Jamnews-ი ავრცელებს.

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი მხარს უჭერს იდეას, რომ ეს ბაზარი დარეგულირდეს. მისი თქმით, საქონელი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს გადააქვთ, აფხაზურ ბაზარზე დემპინგის პირობებს ქმნის.

„პრაქტიკულად, ჩვენი პროდუქტები არაკონკურენტუნარიანი ხდება. ფასისა და თვითღირებულების მიხედვით, საქართველოდან შემოსული საქონელი უფრო იაფია, რადგან არავითარ პროცედურას არ გადის. ეს რთული ეტაპია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს, სხვა გამოსავალი არ არის – საქართველოდან შემოსული ყველანაირი საქონელი ფიქსირებული უნდა იყოს“, – თქვა რაულ ხაჯიმბამ.

ხაჯიბმამ თქვა, რომ სამხედრო კონფლიქტის დასრულებისთანავე ტერიტორიაზე საბაჟო გადასახადები მოქმედებდა, თუმცა მათზე უარი მოგვიანებით თქვეს.

„ჩვენთან აქ ზოგჯერ შენიღბული ურა-პატრიოტული ხმები გაისმის – ეს როგორ უნდა მოხდეს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა დავამყაროთ? და ცალკეული ადამიანებისთვის რატომ შეიძლება ამ ურთიერთობების დამყარება? სახელმწიფომ ამ საკითხების სწორად დარეგულირების მექანიზმი უნდა შექმნას. საუბარია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაზე. ეს უახლოეს ხანში გაკეთდება“, – თქვა რაულ ხაჯიმბამ.

Share