Home » ბიზნესი » კაზინო “შანგრილაში” ფულს ათეთრებდნენ
კაზინო "შანგრილაში" ფულს ათეთრებდნენ

კაზინო “შანგრილაში” ფულს ათეთრებდნენ

ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებს. ჩაჩიბაია აცხადებს, რომ სწორედ, ერთ-ერთი საქმიანი ვიზიტის დროს, კაზინო „შანგრილას” დაცვის წევრები მას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.

„რამდენიმე დღის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ კაზინო „შანგრილაში” იგეგმებოდა დიდი რაოდენობით თანხების გათეთრება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კაზინო “აჭარას” მხრიდან დიდი ოდენობით თანხების გათეთრება და არალეგალური შემოსავლების მიღება ხდებოდა. მართალია, “ჭარას” მეპატრონეები გაიქცნენ საქართველოდან, მაგრამ მათ დარჩათ უზარმაზარი არალეგალური, შავი ფული, რომლის გასათეთრებლადაც მათ მიმართეს „შანგრილას” ხელმძღვანელობას.

 შავი ფულის გათეთრება უნდა მომხდარიყო კვირას, დილით 7 საათზე, „შანგრილაში”. ეს ინფორმაცია მივიღე სანდო წყაროსგან და გადასამოწმებლად გავემართე.

 ერთგვარი დაზვერვის მიზნით უნდა შევსულიყავი, როგორც რიგითი მოქალაქე. ჩემს დანახვაზე შანგრილას დაცვამ არათუ შემიშვა, არამედ აგრესია გამოამჟღავნა. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც დაერთო ფიზიკური… მათ იცოდნენ ჩემი საქმიანობის შესახებ.

 ვცდილობდი, მაქსიმალურად თავაზიანად გავმეგო, რატომ იქცეოდნენ ასე, რა იყო ამის მიზეზი. ადმინისტრაციის მხრიდან პასუხი არ ყოფილა. დაცვის წევრებმა ხელები გადამიგრიხეს და მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფა განახორციელეს. გამოვიძახე პატრული და როცა ეს დაინახეს, შემდეგ ფიზიკურ ლიკვიდაციას შეეცადნენ. პირდაპირ მითხრეს გაგაქრობთო! ამ დროს, ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღე პროტესტის უკიდურესი ზომა – მილის ბოძით კაზინო „შანგრილას” საკუთრებაში არსებულ მერსედესის მარკის ავტომობილს ჩავულეწე შუშები. დაცვის თანამშრომლებმა დამაგდეს ძირს, თავი დამადებინეს ბეტონზე, დამადეს ფეხი, მითხრეს რომ ვინც ჩვენ და შანგრილას დაუპირისპირდება, გავაქრობთ, რადგან აქ ვმუშაობთ და თუ კაზინო დაიხურება, ამ შემთხვევაში პასუხს გაგებინებთო.

 ისინი სიტყვიერი შეურაცხყოფის ძალიან მძიმე ფორმებს მიმართავდნენ. ამ დროს მოვიდა პატრული. დაკითხვაზე წაგვიყვანეს, მე და დაცვის უფროსი. არ ვიცი საქმე რა კუთხით არის აღძრული, ჩემი ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე, თუ იმაზე, მე რომ კაზინოს საკუთრებაში არსებული ავტომობილი დავაზიანე. თუმცა, ყველაფერი რაც იქ ხდებოდა, კაზინოს გარე კამერებს ჩაწერილი ექნება და იმედია პოლიციის თანამშრომლები მას გაეცნობიან.

 მოვუწეოდებ ხელისუფლებას, მიიღოს გადამწყვეტი ზომები. აზარტული გასართობების ბიზნესი ყოველგვარ ზღვარს გაცდა, ისინი არღვევენ კანონს! ფულის გათეთრების გარდა სხვა სახის დარღვევებიც გვხვდება, როგორიც არის მოგებული თანხის არ გაცემა, თუკი ადამიანი სისტემატურად იგებს, მას სათამაშო დაწესებულებაში არ უშვებენ, ფარული მიყურადება იქ მყოფი და მოთამაშე ადამიანების მიმართ… არასამართლიანი თამაშის წესებთან გვაქვს საქმე. მოვუწოდებ საპატრიარქოსაც, ამ დანაშაულის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ. მივმართავ საზოგადოებას, ნუ დამტოვებთ ამ საქმეში მარტო და ნუ იქნებით პასიურები!”

– აცხადებს ჟურნალისტი.

რეპორტიორი

[wpolling id=”4″ width=”” height=””]

Share