Home » მსოფლიო » კასპიის აკვატორია გადანაწილებულია – გახდება თუ არა ის კიდევ ერთი კონფლიქტის ცხელი კერა
კასპიის აკვატორია გადანაწილებულია - გახდება თუ არა ის კიდევ ერთი კონფლიქტის ცხელი კერა

კასპიის აკვატორია გადანაწილებულია – გახდება თუ არა ის კიდევ ერთი კონფლიქტის ცხელი კერა

ყაზახეთში კასპიის აკვატორიის გადანაწილების კონვენციას მოეწერება ხელი

კვირის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი კოლეგები, აზერბაიჯანის ირანისა და თურქმენეთის პრეზიდენტები ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავლენ. შეხვედრა ქალაქ აქტავაში, კასპიის ზღვის მიმდებარედ გაიმართება. შეხვედრის მიმართ მოლოდინი დიდია, რადგან 22 წლიანი მსჯელობის შედეგად, ხელი უნდა მოეწეროს კონვენციას, რომელიც კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს.

თუ ამ კონვენციის გაფორმებაში გაკვირვებას არ იწვევს ის, რომ რუსეთის ინტერესები აშკარაა (ვლადიმერ პუტინმა პროექტი ჯერ კიდევ ივნისში მოიწონა და დაამტკიცა), სამაგიეროდ გაკვირვებას იწვევს ის, რომ ირანს პოზიციების დათმობა უხდება. ირანი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ვერ თანხმდებოდნენ მდიდარი შელფური ზონის განაწილებაზე, რაც შეუთანხმებლობის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება იყო. ირანის პრეზიდენტი, ჰასან რუჰანი მზადაა მოაწეროს ხელი კონვენციას.

ტრამპის მიერ რუსეთისადმი და ირანისადმი დაწესებული სანქციებისთვის, ამ ორმა ქვეყანამ შესაძლოა “მადლობაც” კი თქვას, რადგან კავშირი მათ შორის გაიზარდა, ხოლო ირანს სჭირდება ახალი გზების ძიება, მათ შორის თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან, ამიტომ ირანს არ სცხელა საიმისოდ, რომ ამ ორ ქვეყანასთან ურთიერთობა კასპიის ზღვის შელფური ზონის გამო არ გააგრძელოს.

ეს კონვენცია არეგულირებს კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსს, რომლის შედეგად კასპიის ზღვის რესურსების დახმარებით, შესაძებელი იქნება ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკის განვითარება. აქამდე, მხოლოდ ერთ ქვეყანას ცალმხრივად ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა.

რაც შეეხება რუსეთის ინტერესს, კონვენციით გარანტირებული იქნება, რომ კასპიის ზღვის აკვატორიაში კასპიის წევრი ქვეყნების გარდა სხვა შეიარაღებული ძალები ვერ განთავსდებიან იქ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ეს ხელშეკრულება ასევე მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ რუსულ სამხედრო შენაერთებს, ფლოტს და ავიაციას, თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება საერთო აკვატორულ სივრცეში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყაზეხეთი მზადაა ამერიკელები და ნატო შემოუშვას იმავე ქალაქში, რათა ავღანეთში განხორციელდეს ტრანზიტი. აღნიშნული კონვენციით კი კასპიის ზღვა მხოლოდ კასპიის ქვეყნებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და სხვა იქ ძნელად თუ მოხვდება.

რა დიპლომატიური კომპრომისი იქნა მოფიქრებული ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგორი კარასინის განცხადებით, კასპია არ იქნება არც ზღვა და არც ტბა, მას ექნება განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი.

თუ საბჭოთა კავშირის დროს კასპიის რეგიონში მხოლოდ ორი სახელმწიფო არსებობდა, საბჭოთა კავშირი და ირანი, დღეს მის ტერიტორიას 5 ქვეყანა იყოფს. გაურკვევლობას ამძაფრებს კასპიის სტატუსი, რომელზედაც სრულად გეოგრაფებიც ვერ თანხმდებიან – არის ის ზღვა თუ არის ის დედამიწაზე ყველაზე დიდი სადრენაჟო ტბა?

საქმე იმაშია რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ზღვისა და ტბის გაყოფა სხვადასხვა წესით ხდება. თუ ის განიხილება, როგორც ტრანსსასაზღვრო ტბა (რაზეც ირანი აპელირებს), მაშინ მისი რესურსები ხუთივე ქვეყანამ თანაბრად უნდა გადაინაწილოს. თუ მას განვიხილავთ როგორც ზღვას, გაეროს წესდების მიხედვით, თითოეულ სახელმწიფოს 12 მილი ერგება და თავისუფალი ზონების გამოყოფაა საჭირო. თავისუფალი ზონების გამოყოფისას კი იქ შეიძლება სამხედროები მოხვდნენ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების.

კასპიის, როგორც ზღვის განხილვის პერსპექტივა ირანს არ ხიბლავს, რადგან მისი სანაპირო ზოლი პატარაა. ირანი კი უფრო მეტზე აცხადებს პრეტენზიას. ირანს სურს აკვატორისს მეხუთე ნაწილი, ნავთობის და გაზის საბადოებთან ერთად. 2001 წელს ირანსა და აზერბაიჯანს შორის აღნიშნულ თემაზე კონფლიქტი კინაღამ ომში გადაიზარდა.

ირანი არ იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც დიდი ამბიციები გააჩნდა კასპიის აკვატორიაზე. თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი გაზის საბადოსთან დაკავშრებით მიდიოდა.

როგორც ჩანს, ახალი გამოსავალი ნაპოვნია. ახალი კონვენციით ქვედა და ზედა დონის შელფები გაიყოფა სხვადასხვაგვარად. რაც შეეხება აკვატორიას, ის დაიყოფა თევზჭერის და ტერიტორიულ წყლებათ. ასევე, საერთო წყლის ზონებად წევრი ქვეყნებისათვის. კასპიის აკვატორიის წევრი ქვეყნები აქ გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ.

ერთი შეხედვით, მოსკოვისთვის ასეთი სახის კონვენცია მისაღებია. თუმცა მას მინუსებიც გააჩნია. თურქმენეთი და აზერბაიჯანი ტრანსკასპიური მილსადენის აშენებას აპირებენ, რაზეც რუსეთისგან ყოველთვის წითელი სიგნალი მოდიოდა. მიზეზი ერთია – მილსადენით, თურქმენეთიდა, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით, თურქმენული გაზი ევროპაში ხვდება და კონკურენციას უქმნის თურქულ ნაკადს, რომელიც რუსეთის ინტერესებშია. თუმცა, რუსეთისვის ამის საფრთხე ბოლო პერიოდში შემცირდა, რადგან თურქმენებმა თავიანთი თითქმის მთელი თავიანთი ბუნებრივი აირი ჩინელებს მიყიდეს დიდი ხნის განმავლობაში მართვის უფლებით. ევროკავშირში კი დღეს არ არის ბუნებრივ აირზე ისეთი ფასი, რის გამოც მსგავსი მილსადენის აშენება უღირდეს ქვეყანას.

ბაჩანა ჯინჭარაძე
მომზადებულია agitpro.su-ის მიხედვით

Share