Home » მსოფლიო » კანაფის შემფასებლის ვაკანსია, რომელიც საათში 50 დოლარით ანაზღაურდება
კანაფის შემფასებლის ვაკანსია, რომელიც საათში 50 დოლარით ანაზღაურდება

კანაფის შემფასებლის ვაკანსია, რომელიც საათში 50 დოლარით ანაზღაურდება

კანადა ერთადერთი ქვეყანაა დიდი შვიდიანის ქვეყნებიდან, სადაც მარიხუანას კულტივაცია ოფიციალურად დაკანონდა. კანადური კომპანია “Toronto Company”, რომელმაც რეალიზაციაზე ლიცენზია მოიპოვა, კანაფის შემფასებელს ეძებს.

ვაკანტურ ადგილზე იმ ადამიანებს იწვევენ, ვინც კანაფის ხარისხში კარგად ერკვევა და არც მისი შეფასება გაუჭირდება.

ვაკანტურ ადგლზე 19 და მეტი ასაკის მქონე პირებს შეეძლებათ დასაქმება. საკონსულტაციო კომპანია “დელოიტი” პროგნოზს აკეთებს, რომ რამდენიმე წელიწადში ეს სექტორი 150 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.

ვაკანტური ადგილის დაკავების შემთხვევაში, თანამშრომელს თვეში მხოლოდ 12 საათი მოუწევს მუშაობა და მისი ანაზღაურება საათში 50 დოლარი იქნება.

ასევე, აღსანიშნავია რომ საფონდო ბირჟებზე სამედიცინო მარიხუანას მწარმეობელი კომპანიების აქციების ფასები გაიზარდა მას შემდგომ, რაც კომპანია კოკა-კოლა დაინტერსდა კანაბისის შემცველი გამაგრილებელი სასმელების წარმოებით.

ბაჩანა ჯინჭარაძე

internationalhighlife.com

Share