Home » საზოგადოება » კალაძე – უცილებელია მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაცია
კალაძე - უცილებელია მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაცია

კალაძე – უცილებელია მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაცია

გუშინ ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერე. გულწრფელად გეტყვით, რომ ამ ფორმით, ამ დიზაინით სამუშაოების წარმოება პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ამას ნახავს, კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერმა თხოვნით მიმართა თანამშრომლებს, რომ სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად იმუშაონ ამ თემაზე და მაქსიმალურად მაღალ დონეზე იქნას გაკეთებული პროექტი და რაც შეიძლება მალე განახლდეს სამუშაოები.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხზე ყველა მთავრობის სხდომაზე გვიწევს საუბარი, რომ საჭიროა განახლება-მოწესრიგება, რათა ტრანსპორტი იყოს კომფორტული და სწრაფი. თუმცა, ამას გარდა ასევე აუცილებელია მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაცია. არსებული მგომარეობა არ შეესაბამება იმას, რაც ჩვენ გვინდა. შესაბამისად, ვიწყებთ მათ რეაბილიტაციას. ჩვენ არ ვსაუბრობთ კოსმეტიკურ შეკეთებაზე. ის, რასაც გავაკეთებთ, უნდა იყოს საუკეთესოდ შესრულებული სამუშაოები. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ყველა არსებული პროექტი გადასახედია, რამდენადაც არანაირად მისაღები არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Share