Home » საზოგადოება » კალაძე – სამწუხაროდ, 30%-მა, ვისაც ლიცენზია ჰქონდა მიღებული, ტექდათვალიერება ვერ გაიარა
კალაძე - სამწუხაროდ, 30%-მა, ვისაც ლიცენზია ჰქონდა, მიღებული ტექდათვალიერება ვერ გაიარა

კალაძე – სამწუხაროდ, 30%-მა, ვისაც ლიცენზია ჰქონდა მიღებული, ტექდათვალიერება ვერ გაიარა

ტაქსის მძღოლი, რომელიც მოდის გასაწევრიანებლად A თუ B კატეგორიაში, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს ავტომობილზე ტექდათვალიერება გავლილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ “ფეისბუქლაივში” ჩართვისას განაცხადა.

“მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, არასწორი ინფორმაციების მიწოდება, ამიტომ განვმარტავ, რეფორმის ფარგლებში კანონით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ კერძო ავტომობილებმა ტექდათვალიერება გაიარონ. ტაქსის მძღოლი, რომელიც მოდის გასაწევრიანებლად A თუ B კატეგორიაში, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს ავტომობილზე ტექდათვალიერება გავლილი, სამწუხაროდ, დაახლოებით 30%-მა, ვისაც ლიცენზია ჰქონდა, მიღებული ტექდათვალიერება ვერ გაიარა”, – განმარტა კალაძემ.

Share