Home » საზოგადოება » კალაძე: არცერთი სამშენებლო ნებართვა დენდროლოგიური პროექტის გარეშე არ გაიცემა
კალაძე: არცერთი სამშენებლო ნებართვა დენდროლოგიური პროექტის გარეშე არ გაიცემა

კალაძე: არცერთი სამშენებლო ნებართვა დენდროლოგიური პროექტის გარეშე არ გაიცემა

დღეს, თბილისის მერმა კახი კალაძემ, თბილისის მერის პოსტზე 1-წლიანი მუშაობის შემაჯამებელ ღონისძიება გამართა.

ღონისძიებაზე სხვა თემებთან ერთად კალაძემ სამშენებლო სფეროზეც ისაუბრა. მისი თქმით, იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც მიდიოდა მშენებლობები, იჩეხებოდა სკვერები და იჭრებოდა ხეები, ქალაქში კი მწვანე საფარი სულ უფრო მცირდებოდა.

“ჩვენ მიერ არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა თუ დენდროლოგიური პროექტი შეთანხმებული არ იქნება. შესაბამისად, როცა ხდება მშენებლობის ნებართვის აღება, იქვე უნდა იყოს წარმოდგენილი დენდრო პროექტი-გამწვანების პროექტი, ამის გარეშე ნებართვა არ გაიცემა“, – განაცხადა კალაძემ.

Share