Home » საზოგადოება » კახა კალაძე: ტაქსის მძღოლები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულები იქნებიან
კახა კალაძე: ტაქსის მძღოლები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულები იქნებიან

კახა კალაძე: ტაქსის მძღოლები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულები იქნებიან

 “ტაქსის მძღოლები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულები იქნებიან”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

“დღევანდელი მდგომარეობით 100-ზე მეტი ვაუჩერია გაცემული და მიმდინარეობს გადაღებვის სამუშაოები. გარდა ამისა, მძღოლებს ექნებათ საშუალება, შემოსავალი მიიღონ რეკლამის განთავსებით. მათ უჩნდებათ დამატებითი შემოსავალი, რაც მათივე ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ კი, დედაქალაქის მოსახლეობა, ამ რეფორმის შედეგად, გამართული სერვისით ისარგებლებს“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე ტაქსის მძღოლებთან, რომლებიც რეფორმას აპროტესტებენ შეხვედრის მზაობასაც გამოთქვამს.

ტაქსების რეფორმის ფარგლებში, ქალაქში ტაქსების ორი კატეგორია იმოძრავებს – A და B ლიცენზიის მქონე ტაქსები.

B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვის და არც ტაქსის მანიშნებლების დაყენების. მათ აქვთ საშუალება Taxify და Uber-ის სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სერვისით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება A კატეგორიის მძღოლებს, მათ აქვთ ვალდებულება ჰყავდეთ თეთრი ავტომობილები, რომელთა გადაღებვის ხარჯებს ჩვენ გავიღებთ და მათ არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ. მათ უნდა ჰქონდეთ გავლილი ტექდათვალიერება.

Share