Home » ახალი ამბები » კახა კალაძე: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს დასახელდება
"თბილისის ბიუჯეტი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქალაქში რადიკალური ცვლილებები განვახორციელოთ"

კახა კალაძე: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს დასახელდება

ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე დღეს, 17:00 საათზე გახდება ცნობილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე დღეს მთავრობის წევრებიც არიან მიწვეული.

“დღეს 17:00 საათზე არის შეხვედრა უმრავლესობასთან. მოწვეული იქნებიან მთავრობის წევრები და კანდიდატთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. მიღებული იქნება გადაწყვეტილება, ვინ დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად”,- განაცხადა კალაძემ.

კითხვა, განიხილება თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძე, კახა კალაძემ უპასუხოდ დატოვა

Share