Home » ახალი ამბები » კახა კალაძე განმარტავს, რომ შუა თითი თავის დაცვის თანამშრომლებს აჩვენა
კახა კალაძე განმარტავს, რომ შუა თითი თავის დაცვის თანამშრომლებს აჩვენა

კახა კალაძე განმარტავს, რომ შუა თითი თავის დაცვის თანამშრომლებს აჩვენა

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ შუა თითი არა აქციის მონაწილებს, არამედ თავის დაცვის თანამშრომელს აჩვენა. ამის შესახებ კომენტარი On.ge-მ მერიის პრესსამსახურისგან მიიღო.

“კახა კალაძის თქმით, ის ჩვეულებრივი ადამიანია და ადგილზე მყოფი საკუთარი დაცვის ორი თანამშრომლის მიმართ წყენა ბუნებრივად გამოხატა”, — აღნიშნულია მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

დღეს, 14 ნოემბერს ქართული ოცნების ოფისიდან გამოსულ კახა კალაძეს ფორმულას ოპერატორმა ვიდეო გადაუღო, სადაც ჩანს როგორ იშვერს თბილისის მერი შუა თითს.

Share