Home » საზოგადოება » კახა კალაძე – ბევრია ისეთი კომპანია, რომელიც ტენდერის პირობებს ვერ ასრულებს
კახა კალაძე - ბევრია ისეთი კომპანია, რომელიც ტენდერის პირობებს ვერ ასრულებს

კახა კალაძე – ბევრია ისეთი კომპანია, რომელიც ტენდერის პირობებს ვერ ასრულებს

შეიძლება ლევან ხაბეიშვილს უნდოდეს, რომ ბუშის ქუჩაზე პროექტი ჩავარდეს და არ განხორციელდეს, მაგრამ არ გამოუვათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბუშის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ის კომპანია, რომელიც ბუშის ქუჩაზე სამუშაოებს ასრულებდა, არაკეთილსინდისიერი იყო, ამიტომ მოხდა მისი გაძევება და ახლით ჩანაცვლება.

“ბუშის ქუჩაზე კომპანია, რომელიც მუშაობდა და მოგებული ჰქონდა ტენდერი, იყო არაკეთილსინდისიერი თავის საქმიანობაში. ის გავაძევეთ და ამ სამუშაოებს სხვა კომპანია გააგრძელებს. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ბევრია ისეთი კომპანია, რომელიც ვერ ასრულებს ტენდერის პირობებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ იქნება. შეიძლება ლევან ხაბეიშვილს უნდოდეს, რომ ეს პროექტი ჩავარდეს და არ განხორციელდეს, მაგრამ აქ ეს არ გამოუვათ. მალე ყველანაირი სამუშაო დასრულდება“, – განაცხადა კალაძემ.

Share