Home » მსოფლიო » JPMorgan-ი საბანკო პროდუქტებით მომსახურებისთვის Blockchain პლატფორმას ტესტავს
JPMorgan-ი საბანკო პროდუქტებით მომსახურებისთვის Blockchain პლატფორმას ტესტავს

JPMorgan-ი საბანკო პროდუქტებით მომსახურებისთვის Blockchain პლატფორმას ტესტავს

JPMorgan-ი საბანკო პროდუქტებით მომსახურებისთვის Blockchain პლატფორმას ტესტავს

როგორც “ბიზნესინსაიდერი” წერს, JPMorgan-მა კანადის ნაციონალურ ბანკისთვის და სხვა დიდი ფირმებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების გაცემის, წარმოშობის, ანგარიშსწორების, საპროცენტო განაკვეთის გადახდებისა და სხვა პროცესების გატარების ახალი, ბლოკჩეინის პლატფორმა დატესტა. ამის შესახებ ინფორმაცია მათ დღეს გაავრცელეს. პლატფორმა ერთი წლის წინ აშენდა Quorum- ის მეშვეობით.

Quorum არის ღია ბლოკჩეინი, რომელიც JPMorgan-მა განავითარა. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს Goldman Sachs Asset Management-მა, Goldman Sachs-ის ფინანსურმა მენეჯმენტმა, Pfizer – მა, Legg Mason’s Western Asset-მა და სხვა ინვესტორებმა.

“ბლოკჩეინის მსგავს ტექნოლოგიებს ფინანსური სერვისების ინდუსტრიაში დიდი ცვლილებების მოტანა შეუძიათ”, –  განაცხადა დევიდ ფურლონგმა, კანადის ნაციონალური ბანკის ხელოვნური ინტელექტის, ვენჩურული კაპიტალის და ბლოკჩეინ სისტემის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტმა.

JPMorgan-ი Quorum-ის წამოწყებას იმიტომ აპირებს, რომ ამ ტექნოლოგიამ დიდი გარე ინტერესი მოიზიდა. ბანკმა, პროექტის განსახორციელებელი ფინანსები მოიზიდა ფინანსური ინსტიტუტებიდან და დიდი სამრეწველო ტექნოლოგიური კომპანიებიდან.

JPMorgan გეგმავს Quorum-ის გუნდის გაძლიერებას სხვა დანაყოფებიდანაც.

“ბლოკჩეინი ფინანსურ ინდუსტრიაში განვითარების ადრეულ ეტაპებზეა, მაგრამ JPMorgan-ი მას ოპტიმისტურად უყურებს. ჩვენ ჯერ არ გვინახავს ფართომასშტაბიანი პროდუქტების წარომებაში გასვლა. რამდენიმე შემთხვევაში ბლოკჩეინს ნამდვილად შეუძლია გაბრწყინება”, – ამის შესახებ, JPMorgan-ში ბლოკჩეინ სისტემის გამყენების ერთ-ერთმა ინიციატორმა უმარ ფარუქმა განაცხადა.

ზაზა ხორბალაძე

Share