Home » მსოფლიო » ჯორჯს სოროსი კრიპტოვალუტით ვაჭრობას იწყებს
ჯორჯს სოროსი კრიპტოვალუტით ვაჭრობას იწყებს

ჯორჯს სოროსი კრიპტოვალუტით ვაჭრობას იწყებს

როგორც Bloomberg-ი წერს, მილიარდერი ჯორჯ სოროსის საოჯახო ოფისი კრიპტოვალუტით ვაჭრობას გეგმავს.  

Soros Fund Management-მა რამდენიმე თვის წინ ადამ ფიშერის ციფრული აქტივებით ვაჭრობაზე სანქცია გასცა. ფიშერი ფონდში მაკროინვესტიციას კურირებს.კრიპტობაზარზე კომპანია აქტიურად ჯერ არ გასულა.

სოროსი პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის დაახლოებით თვენახევრის წინ ბიტკოინს და სხვა ვირტუალურ ვალუტებს ფინანსურ საპნის ბუშტს უწოდებდა. მან თქვა, რომ კრიპტოვალუტას სტაბილურობა არ ახასიათებს. მსგავს შეხედულებებს ავითარებდნენ სხვა მილიარდერებიც.

Share